ნორიოს კულტურის სახლში დედებისა და ბებიების პატივსაცემად ღონისძიება გაიმართა — Cnoba

რეგიონალური სიახლეები სიახლე 14 Mar 2026, 06:10

ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, ა(ა)იპ გარდაბნის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის ორგანიზებით, ნორიოს კულტურის სახლში წარმატებული შვილებისა და შვილიშვილების დედებისა და ბებიების პატივსაცემად საზეიმო ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებაზე მოწვეული იყვნენ ქალბატონები, რომელთა შვილები და შვილიშვილები სხვადასხვა სფეროში წარმატებით მოღვაწეობენ და ღირსეულად ემსახურებიან საზოგადოებას. მათი შრომა, მზრუნველობა და პასუხისმგებლობით სავსე დამოკიდებულება მნიშვნელოვანი საფუძველი გახდა განათლებული...

ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, ა(ა)იპ გარდაბნის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის ორგანიზებით, ნორიოს კულტურის სახლში წარმატებული შვილებისა და შვილიშვილების დედებისა და ბებიების პატივსაცემად საზეიმო ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიებაზე მოწვეული იყვნენ ქალბატონები, რომელთა შვილები და შვილიშვილები სხვადასხვა სფეროში წარმატებით მოღვაწეობენ და ღირსეულად ემსახურებიან საზოგადოებას. მათი შრომა, მზრუნველობა და პასუხისმგებლობით სავსე დამოკიდებულება მნიშვნელოვანი საფუძველი გახდა განათლებული და საზოგადოებრივად აქტიური თაობის აღზრდისთვის. სწორედ დედების თავდადება, სიბრძნე და ცხოვრებისეული მაგალითი ქმნის იმ მყარ ფასეულობებს, რომლებზეც საზოგადოების განვითარება და პროგრესი დგას.

დამსწრე ქალბატონებს ქალთა დღესასწაული მიულოცეს ცენტრის დირექტორმა მზია კაჭარავამ, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, ახალგაზრდობის, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ტურიზმისა და გენდერული თანასწორობის საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელმა ლეილა ბენდელიანმა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა თამარ ხაჩიძემ. მათ ქალბატონებს თაიგულები, სიგელები და სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს და ჯანმრთელობა, ბედნიერება და კეთილდღეობა უსურვეს.

ღონისძიების ორგანიზებისთვის მადლობა გადაუხადეს ნორიოს კულტურის სახლის კოორდინატორს ნატო ძიძიკაშვილს და ფილიალის თითოეულ თანამშრომელს.

ასევე მადლობა გადაუხადეს ა(ა)იპ „გარდაბნის სამუსიკო სკოლების გაერთიანების“ ნორიოს ფილიალის პედაგოგებსა და აღსაზრდელებს, რომლებმაც ღონისძიება მუსიკალურად გაალამაზეს.


რელევანტური