ირანმა ჰორმუზის სრუტეზე სრული კონტროლი დაამყარა — Cnoba

მედიაცენტრი სიახლე 02 Apr 2026, 13:42

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა ჰორმუზის სრუტის აკვატორია თავის სრულ დაქვემდებარებაში ოფიციალურად გამოაცხადა. თეირანის გადაწყვეტილებით, აღნიშნულ სტრატეგიულ საზღვაო დერეფანში ნებისმიერი ტიპის ხომალდის გადაადგილება სამხედრო უწყების ნებართვის გარეშე სრულად აიკრძალა. IRGC-ის განცხადებით, ნებისმიერი ხომალდი, რომელსაც ჰორმუზის სრუტით სარგებლობა სურს, ვალდებული იქნება, რომ ნებართვა ირანის მხრიდან მიიღოს. ამასთან, ირანული მხარე მკაფიოდ აცხადებს, რომ სრუტე „მტრებისთვის“ არ გაიხსნება. ექსპერტების შეფასებით, ჰორმუზის სრუტეში ნავიგაციის თავისუფლების შეზღუდვა გლობალური ეკონომიკურ ზრდასა და ინფლაციურ პროცესებზე უკიდურესად ნეგატიურ გავლენას მოახდენს. The post ირანმა ჰორმუზის სრუტეზე სრული კონტროლი დაამყარა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

სრული ტექსტი არქივში არაა ხელმისაწვდომი (ან წყარო არ არის ავტორიზებული). გამოიყენე ღილაკი „იხილე პირველწყარო“.

რელევანტური