“ხელფასი _ მწირი, ყველაფერი _ ძვირი, სულს დავლევთ მალე!” — Cnoba

GuriaNews სიახლე 02 Apr 2026, 12:45

30 მარტს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ ელექტროენერგიის დადგენილი ტარიფები 5 თეთრით გაზარდა და პირველი აპრილიდან დენის დანახარჯის გამოთვლა უკვე ახალი ტარიფებით დაიწყება. “ტარიფის გაზრდამ დენის სტაბილური მიწოდება, ავარიების შემცირება და ქსელის გაუმჯობესება უნდა უზრუნველყოს“, _ ასეთია უწყების განმარტება. დაბალი შემოსავლის მქონე მოქალაქეები, რომელთა მსყიდველობითი უნარი ისედაც მინიმუმამდეა დასული, შიშობენ, რომ “დენის გაძვირება, […] The post “ხელფასი _ მწირი, ყველაფერი _ ძვირი, სულს დავლევთ მალე!” appeared first on გურია ნიუსი.

30 მარტს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ ელექტროენერგიის დადგენილი ტარიფები 5 თეთრით გაზარდა და პირველი აპრილიდან დენის დანახარჯის გამოთვლა უკვე ახალი ტარიფებით დაიწყება.

ტარიფის გაზრდამ დენის სტაბილური მიწოდება, ავარიების შემცირება და ქსელის გაუმჯობესება უნდა უზრუნველყოს“, _ ასეთია უწყების განმარტება.

დაბალი შემოსავლის მქონე მოქალაქეები, რომელთა მსყიდველობითი უნარი ისედაც მინიმუმამდეა დასული, შიშობენ, რომ “დენის გაძვირება, დიდი ალბათობით, სხვა პროდუქციის გაძვირებას გამოიწვევს”.

ისინი, სოციალურ ქსელში, გულისწყრომით ეხმაურებიან ინფორმაციას დენის გაძვირების თაობაზე.

სული ამოგვაძრეთ ბარემ! დენმა მოიმატა _ იტყვიან, ყველაფერი ელექტროენერგიაზეაო და ყველაფერი გაძვირდება კიდევ! როდემდე?

370 ლარი პენსია მხოლოდ კომუნალურს ჭირდება. საკვები და მედიკამენტი, ჰიგიენური საშუალებები იგნორშია ისედაც!

დენი ერთ დღეში გააძვირეს და ფასების დაკლებაზე თვეები გადის უაზროდ. ერთ ყუთ წამალში 57 ლარს ვიხდიდი, ახლა 79 ლარი და 85 თეთრი გადამახდევინეს.

ჩაჭერით ერთდროულად და დავისვენებთ. ექიმთან ვერ მიხვალ, წამალს ვერ იყიდი, გაზს და დენს ვერ მოიხმარ, პროდუქტს ვერ იყიდი, მანქანები არ გჭირდებათო. გამოქვაბულში ხომ არ ჩავიდეთ? კატასტროფაა!

პენსიონერებმა, რომლებმაც მთელი ცხოვრება ვიმუშავეთ და პენსია მაინც უდაბლესი გვაქვს, როგორ უნდა გავანაწილოთ ეს თანხა მთელ თვეზე? გვასწავლეთ, გაგვანათლეთ! პარლამეტარებს, მინისტრებს, მინისტრის მოადგილეებს თექვსმეტი ათასი ლარი არ გყოფნით ხელფასი. თქვენს ოჯახის წევრებს ეტყობა სხვაგვარად აქვთ საჭიროება! ძვირად ღირებული და ხარისხიანი საკვები გჭირდებათ! ჩვენ უბრალო ხალხმა ხომ არ ვიცით, რა არის კარგი! რა არის ხარისხიანი! ჩვენ უვარგისი, უხარისხო პროდუქტები და წამლები უნდა გავასაღოთ უძვირეს ფასში.

ესაა ქვეყანა?! თვითონ დაირიგეს ხელფასები 20 ათასები და საცოდავ ხალხს ვინ დაეძებს, ნეტავ?!”

საზოგადოების მეორე ნაწილი კი თემაზე საუბრისას სარკაზმს ანიჭებს უპირატესობას:

 “ფაბრიკაქარხნები გუგუნებს, ამ გუგუნის ფონზე კი მისასალმებელია დენის ტარიფის გაზრდა.

არა უშავს, ჩვენ ყველაფერს ვეგუებით _ მთავარია, მშვიდობა იყოს და სუპი არ გამოგველიოს.

მეტის ღირსებიც ვართ, ჯერ სად ვართ!

 როგორც ბიძინიმ თქვა, გაგებით ვეკიდებით.

გილოცავ, საქართველო, ამ სასიხარულო ინფორმაციას, მაგრამ 5 თეთრი ცოტაა, არ ეკადრება ასე ცოტა ჩვენს აყვავებულ ეკონომიკას.

მერე რაა, 20 ლარით ხომ გაგვეზარდა პენსია?!

იცით, რას ველოდები? ცხვირზესოჩიკებსრომ დაგვიდგამენ და ჰაერის საფასურს გადაგვახდევინებენ.

მეტის ღირსები ვართ. გავიხსენოთ, რა დაპირებებით მოვიდნენ: დენი _ 8 თეთრი, გაზი _ 7 თეთრი, ბენზინი _ 1 ლარი.

არაუშავს, მთავარია, იუმორი გვაქ უფასო.

უამრავ ქვეყანას ვუსწრებთ ეკონომიკის განვითარებით

ხუთი თეთრი რა არის, ცოტა თამამად მოუმატეთ, ხალხი მაინც გადაიხდის.

სააკაშვილის ჯიბეში მიდის ბენზინის და დენის ტარიფის გაზრდილი ფასებიო, ახლა ვის ჯიბეში ჩადის ნეტა?

როგორ ველოდებოდი ამ დღეს. “ოცნებამგაამართლა სახელი _ ოცნებაში ამოგძვრებათ სულიო.

მთავარია, კვერცხი გააიაფეს.

გამდიდრებულ ხალხს ეს რას დააკლებს. ქუხს ეკონომიკა _ გაიაფებული მედიცინა, მედიკამენტები, პროდუქტები. უფ, რა საამურია საქართველოში ცხოვრება. განსაკუთრებით ამ ბოლო პერიოდში დაუნახავი და უმადური გავხდი, ვერ შევამჩნიე ძლიერი ეკონომიკა, ძლიერი საქართველო. მაპატიეთ!

5 ლარი უნდა გახდეს, მივესალმები, უარესის ღირსი ვართ!

სად დავუკრათ ტაში, მეჯღანუაშვილის მდგომარეობაში რომ არ აღმოვჩნდეთშემოდგომის აზნაურები“?!

მთავარია, ფასების შემსწავლელი კომისია ხომ მუშაობს წარმატებით და რა გინდათ ახლა, ვერ გავიგე, ფასებიც არ გაიზარდოს? მთავარია, მშვიდობაა და მშვიდობა კიდევ ძვირი ღირს, გაგებით მოეკიდეთ და ნუ წუწუნებთ!

ხელფასი _ მწირი, ყველაფერი _ ძვირი, სულს დავლევთ მალე!

ძალიან დიდი მადლობა. გაზი როდის გაძვირდება? ძალიან გთხოვთ, რაც შეიძლება მალე, არ მოგვაკლოთ ეგ სიამოვნება!” _ სარკაზმით წერენ მოქალაქეები სოციალურ ქსელში.

The post “ხელფასი _ მწირი, ყველაფერი _ ძვირი, სულს დავლევთ მალე!” appeared first on გურია ნიუსი.


რელევანტური