ნატოს გენერალური მდივანი მარკ რუტე ვაშინგტონს ეწვევა — Cnoba

News.ge სიახლე 02 Apr 2026, 13:10

ნატოს გენერალური მდივანი მარკ რუტე ვაშინგტონს ეწვევა. ინფორმაციას ნატო-ს პრესსპიკერი, ალისონ ჰარტი ავრცელებს. „შემიძლია დავადასტურო, რომ გენერალური მდივანი მომავალ კვირას დიდი ხნით ადრე დაგეგმილი ვიზიტით ვაშინგტონს ეწვევა“, – განაცხადა ნატო-ს პრესსპიკერმა. აღსანიშნავია, რომ ნატო-ს გენერალური მდივანი, მარკ რუტე ვაშინგტონში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ ნატო-ს მოკავშირეების კრიტიკისა და ალიანსის დატოვების შესახებ გაკეთებული განცხადებების ფონზე ჩადის. ოთხშაბათს, […]

ნატოს გენერალური მდივანი მარკ რუტე ვაშინგტონს ეწვევა. ინფორმაციას ნატო-ს პრესსპიკერი, ალისონ ჰარტი ავრცელებს.

„შემიძლია დავადასტურო, რომ გენერალური მდივანი მომავალ კვირას დიდი ხნით ადრე დაგეგმილი ვიზიტით ვაშინგტონს ეწვევა“, – განაცხადა ნატო-ს პრესსპიკერმა.

აღსანიშნავია, რომ ნატო-ს გენერალური მდივანი, მარკ რუტე ვაშინგტონში -ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ ნატო-ს მოკავშირეების კრიტიკისა და ალიანსის დატოვების შესახებ გაკეთებული განცხადებების ფონზე ჩადის.

ოთხშაბათს, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ სააღდგომო ღონისძიებაზე კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ნატო „ქაღალდის ვეფხვია“.

„ნატო-ში რამდენიმე ძალიან ცუდი მოკავშირე გვყავს. იმედია, ისინი არასდროს დაგვჭირდებიან“, – აღნიშნა ტრამპმა.


რელევანტური