განახლდა
დღეს: 62 სიახლე
Radio Tavisupleba

გაერო ისრაელის ახალ კანონს სიკვდილით დასჯის შესახებ საერთაშორისო სამართლის დარღვევად მიიჩნევს

გაეროს ადამიანის უფლებების დაცვის უმაღლესმა კომისარმა ისრაელს მოუწოდა, გააუქმოს კანონი, რომელიც სამხედრო სასამართლოების მიერ სასიკვდილო თავდასხმებში დამნაშავედ ცნობილი პალესტინელებისთვის ითვალისწინებს სიკვდილით დასჯას ჩამოხრჩობით, როგორც სტანდარტულ სასჯელს.

იხილე სრულად: radiotavisupleba.ge ↗
Radio Tavisupleba

ესპანეთის პრემიერი ისრაელში მიღებულ სიკვდილით დასჯის კანონს უწოდებს "აპარტეიდისკენ გადადგმულ ნაბიჯს"

ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა დაგმო და "აპარტეიდისკენ გადადგმული ნაბიჯი" უწოდა ორშაბათს ისრაელის პარლამენტის მიერ მიღებულ კანონს, რომელიც სიკვდილით დასჯის განაჩენს აწესებს სამხედრო ტრიბუნალების მიერ სისხლიანი თავდასხმების გამო მსჯავრდადებული პალესტინელებისთვის. "ეს არის ასიმეტრიული…

On.ge

საუდის არაბეთმა Facebook-კომენტარის გამო მიგრანტისთვის გამოტანილი სიკვდილით დასჯის განაჩენი გააუქმა

საუდის არაბეთის უზენაესმა სასამართლომ გააუქმა სიკვდილით დასჯის განაჩენი, რომელიც შრი-ლანკელ მიგრანტ მუშას Facebook-ზე გაკეთებული კომენტარის გამო გამოუტანეს. 27 წლის ანოჯან სივარასას სიკვდილით დასჯა სექტემბერში მიესაჯა მას შემდეგ, რაც საუდის არაბეთის სააპელაციო სასამართლომ ის ისლამისა და…

Metronome

გაერო-ს მონაცემებით, აშშ-ისრაელის მიერ ირანში ომის დაწყების შემდეგ, ირანში სიკვდილით 21 ადამიანი დასაჯეს და 4 000-ზე მეტი დააკავეს

გაერო-ს მონაცემებით, აშშ-სა და ისრაელის მიერ ირანში დაწყებული ომის შემდეგ ირანში სიკვდილით 21 ადამიანი დასაჯეს და 4 000-ზე მეტი დააკავეს. გაერო-ს ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოს განცხადებით, სიკვდილით დასჯილთაგან ცხრა პირი იანვრის საპროტესტო აქციებთან კავშირის ბრალდებით იყვნენ…

Metronome

“ირანში სიკვდილით დასაჯეს 32 წლის მამაკაცი, რომელიც ისრაელის სასარგებლოდ ჯაშუშობაში იყო ბრალდებული” – მედია

ირანში სიკვდილით დასაჯეს მამაკაცი, რომელიც ისრაელის სადაზვერვო სამსახურის სასარგებლოდ ჯაშუშობაში იყო ბრალდებული, – ინფორმაციას Reuters-ი ირანულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს. უფლებადამცველი ჯგუფის, HRANA-ს ცნობით, 32 წლის ეჰსან აფრაშტეჰი 2024 წელს დააკავეს და 2025 წელს სიკვდილით დასჯის განაჩენი…

Radio Tavisupleba

შვედეთმა ირანის ელჩი დაიბარა თავისი მოქალაქის სიკვდილით დასჯის გამო

შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 18 მარტს განაცხადა, რომ მან ირანის ელჩი დაიბარა, რათა პროტესტი გამოეთქვა ისლამური რესპუბლიკის მიერ შვედეთის მოქალაქის სიკვდილით დასჯის გამო.

მედიაცენტრი

მარტის შემდეგ ირანში სიკვდილით, სულ მცირე, 56 ადამიანი დასაჯეს – გაერო

მარტის შემდეგ ირანში სიკვდილით, სულ მცირე, 56 ადამიანი დასაჯეს. ამის შესახებ ადამიანის უფლებათა საკითხებში გაერო-ს უმაღლესმა კომისარმა, ვოლკერ თურქმა განაცხადა. გაერო-ს უმაღლესი კომისრის ცნობით, სიკვდილით დასჯილთაგან 27 პირს განაჩენი წლის დასაწყისში გამართულ ანტისამთავრობო საპროტესტო აქციებში…

Metronome

“ისრაელის პარლამენტმა კანონი მიიღო, რომელიც ისრაელის მოქალაქეების მკვლელობისთვის მსჯავრდებული პალესტინელების სიკვდილით დასჯას ითვალისწინებს”- The Guardian

ისრაელის პარლამენტმა კანონი მიიღო, რომელიც ისრაელის მოქალაქეების მკვლელობისთვის მსჯავრდებული პალესტინელებისთვის სასჯელად სიკვდილით დასჯას ამტკიცებს, – ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს. ქნესეთმა კანონი მიიღო, რომელიც სიკვდილით დასჯას ითვალისწინებს დასავლეთ სანაპიროზე მცხოვრები…

მედიაცენტრი

ირანში 2026 წლის იანვრიდან მოყოლებული, სულ მცირე, 900 ადამიანი სიკვდილით დასაჯეს

„ევრონიუსის“ ცნობით, 2026 წლის პირველი შვიდი თვის განმავლობაში სიკვდილით დასჯის 901 შემთხვევა დაფიქსირდა, მათ შორის 56 ადამიანი პოლიტიკური ან ეროვნული უსაფრთხოების ბრალდებით, 98 კი ეთნიკური უმცირესობების წევრი იყო. „აბდორჰმან ბორუმანდის ცენტრის“ინფორმაციით, სიკვდილით დასჯილებს შორის 29 ადამიანი…

მედიაცენტრი

ლიბანი ახლო აღმოსავლეთში პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც სიკვდილით დასჯა გააუქმა

ლიბანი გახდა ახლო აღმოსავლეთში პირველი ქვეყანა, რომელმაც სიკვდილით დასჯა გააუქმა. ქვეყანაში სასჯელის ეს ფორმა უვადო პატიმრობითა და მძიმე იძულებითი შრომით შეიცვალა. მედიის ცნობით, სიკვდილით დასჯის გაუქმებას ლიბანის 128-წევრიანი პარლამენტის უმრავლესობამ დაუჭირა მხარი. გამონაკლისი იყო „ჰეზბოლას“…

Netgazeti

ქნესეთმა მიიღო კანონი ისრაელელების მკვლელობაში მსჯავრდადებული პალესტინელების სიკვდილით დასჯის შესახებ

ისრაელის პარლამენტმა, 62 ხმით 48-ის წინააღმდეგ, მიიღო კანონი, რომელიც ითვალისწინებს სიკვდილით დასჯას იმ პალესტინელებისთვის, რომლებიც მსჯავრდებულნი არიან ისრაელელების მკვლელობაში. „ასოშიეტედ პრესის“ (AP) ცნობით, კანონპროექტის მიღება არის ულტრამემარჯვენეების მრავალწლიანი ძალისხმევის კულმინაცია, რათა…

Timer

გაეროს ინფორმაციით, ირანში, აშშ-სა და ისრაელთან ომის დაწყებიდან დღემდე, 21 ადამიანი სიკვდილით დასაჯეს

ირანსა და აშშ-ისრაელს შორის ომის დაწყებიდან ირანში სულ მცირე 21 ადამიანი სიკვდილით დასაჯეს და ათასობით კი დააკავეს, – ამის შესახებ აღნიშნულია პრესრელიზში, რომელსაც გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი ავრცელებს. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 21-დან სულ მცირე 9 ადამიანი სიკვდილით დასაჯეს…

Radio Tavisupleba

ირანის უზენაესმა სასამართლომ მხარი დაუჭირა ახალგაზრდა აქტივისტის სასიკვდილო განაჩენს

ირანის უზენაესმა სასამართლომ მხარი დაუჭირა პოლიტიკური პატიმრის არღავან ფალაჰის სიკვდილით დასჯას. “ადამიანის უფლებათა აქტივისტების საინფორმაციო სააგენტოს” (HRANA) თანახმად, ამ გადაწყვეტილებამ გააძლიერა შეშფოთება პოლიტიკური პატიმრების მიმართ სიკვდილით დასჯის გამოყენების გამო.