“ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ერთადერთი დამნაშავე მე ვარ”- გელა უძილაური — Cnoba
ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის შეკვეთითა და ანგარებით მკვლელობაში მსჯავრდებულმა გელა უძილაურმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ დამნაშავე მხოლოდ ის არის. მან ჩვენება ძმებ მიქაძეებისა და გიორგი ჯოხაძის საქმეზე მისცა, ის დაცვის მხარის მოწმეა. უძილაურის ჩვენების მიხედვით, ის ძმებ მიქაძეებს, რომლებიც მკვლელობის დამკვეთად არიან დასახლებული, საერთოდ არ იცნობს. რაც შეეხება კიდევ ერთ ბრალდებულს, ძებნაში მყოფ გიორგი ჯოხაძეს, უძილაურმა განაცხადა, რომ მას იცნობს, რადგან ჯოხაძესთან 3 წელი იმუშავა. “სანამ დასმულ შეკითხვებს ვუპასუხებ, მინდა, სასამართლოს მივმართო, ამ საქმეს ჰყავს ერთადერთი დამნაშავე და ეს დამნაშავე ვარ მე. ძმებ მიქაძეებს არ ვიცნობ, არასდროს შევხვედრივარ და ფიზიკურადაც არ… The post “ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ერთადერთი დამნაშავე მე ვარ”- გელა უძილაური appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.