6 წელზე მეტი ასაკის მანქანების აქციზის განაკვეთი გაიზარდა – პარლამენტმა ცვლილებები დაამტკიცა — Cnoba
პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა “საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებები, რომლითაც საქართველოში იმპორტირებული მსუბუქი ავტომობილების განბაჟების საფასური გადაიხედა და 6 წელზე მეტი ასაკის მანქანების აქციზის განაკვეთი გაიზარდა. საგადასახადო კანონმდებლობაში ცვლილებების პროექტი 72 – ხმით (11 -წინააღმდეგი) დაამტკიცეს. “საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებები ფრაქცია “ქართული ოცნების“ დეპუტატებმა წარადგინეს. ახალი კანონის მიხედვით, აქციზის განაკვეთი 0-დან 6 წლის ჩათვლით ასაკის ავტომობილებისთვის ძრავის მოცულობის 1 სმ3-ზე 1.5 ლარის ოდენობით განისაზღვრება, ხოლო 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილებისთვის აქციზის განაკვეთი 1 სმ3-ზე 4.5 ლარის ოდენობით განისაზღვრება. მიღებული კანონის პროექტის თანახმად, უქმდება “საგადასახადო კოდექსში“ არსებული გრაფა, რომლითაც ავტომობილზე აქციზის განაკვეთებია დადგენილი. ამასთან,… The post 6 წელზე მეტი ასაკის მანქანების აქციზის განაკვეთი გაიზარდა – პარლამენტმა ცვლილებები დაამტკიცა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.