ევროსაბჭოს კონგრესის სესიაზე საქართველოს შესახებ ანგარიშს განიხილავენ — Cnoba
სტრასბურგში ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის 50-ე სესიის ფარგლებში საქართველოს შესახებ ანგარიშს განიხილავენ. სესიის დღის წესრიგში აღნიშნულია, რომ საქართველოში 2025 წლის 24-25 სექტემბერს განხორციელებული ფაქტების დამდგენი მისიის ანგარიშის შესახებ სტიუარტ დიქსონის მოხსენებას მოისმენენ. დებატები და კენჭისყრა გაიმართება შესწორებაზე, რეზოლუციის პროექტსა და რეკომენდაციის პროექტზე. ანგარიშში აღნიშნულია, რომ ევროსაბჭოს კონგრესი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას: „სასწრაფოდ განაახლონ პოლიტიკური დიალოგი მთავრობის ყველა დონეზე, ინკლუზიური პოლიტიკური პროცესის მეშვეობით, რომელშიც ყველა დაინტერესებული მხარე იქნება ჩართული, პოლარიზაციის შესამცირებლად და პლურალისტურ დემოკრატიაში აუცილებელი კონტროლისა და ბალანსის აღსადგენად; განახორციელონ კონგრესის რეკომენდაციები და ვენეციის კომისიის მოსაზრებები, რათა აღადგინონ ნამდვილი… The post ევროსაბჭოს კონგრესის სესიაზე საქართველოს შესახებ ანგარიშს განიხილავენ appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.