ევროსაბჭოს კონგრესი საქართველოს შესახებ ანგარიშს განიხილავს — Cnoba
ევროსაბჭოს კონგრესი 1-ელ აპრილს, 50-ე სესიის ფარგლებში, საქართველოს შესახებ ანგარიშს განიხილავს. კონგრესის სესიის დღის წესრიგში აღნიშნულია, რომ სხდომაზე განიხილება დოკუმენტი, რომელიც ფაქტების დამდგენმა მისიამ საქართველოში ვიზიტის შემდეგ მოამზადა. განიხილავენ და კენჭს უყრიან რეზოლუციის პროექტსა და რეკომენდაციის პროექტს. ანგარიშში აღნიშნულია, რომ ევროსაბჭოს კონგრესი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას: „სასწრაფოდ განაახლონ პოლიტიკური დიალოგი მთავრობის ყველა დონეზე, ინკლუზიური პოლიტიკური პროცესის მეშვეობით, რომელშიც ყველა დაინტერესებული მხარე იქნება ჩართული, პოლარიზაციის შესამცირებლად და პლურალისტურ დემოკრატიაში აუცილებელი კონტროლისა და ბალანსის აღსადგენად; განახორციელონ კონგრესის რეკომენდაციები და ვენეციის კომისიის მოსაზრებები, რათა აღადგინონ ნამდვილი ადგილობრივი დემოკრატია ქარტიის შესაბამისად“. ამასთან, კონგრესი საქართველოს ხელისუფლებას… The post ევროსაბჭოს კონგრესი საქართველოს შესახებ ანგარიშს განიხილავს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.