“რაც შეეხება ქოცების მსოფლმხედველობას, მათ საკუთარი აზრი არ გააჩნიათ” – რომან გოცირიძე — Cnoba

პარალელი სიახლე 31 Mar 2026, 15:35

სააგენტო "პარალელი" “რაც შეეხება ქოცების მსოფლმხედველობას, მათ საკუთარი აზრი არ გააჩნიათ” – რომან გოცირიძე პარლამენტის ყოფილი დეპუტატი რომან გოცირიძე, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში ირონიის თანხლებით “(გეო)პოლიტიკური გემოვნების” აღმოჩენას აკეთებს: “ჩემი ღრმა ფილოსოფიური დაკვირვებით აღმოვაჩინე, რომ ქოცი ტრამპისტი არ არსებობს. ტრამპისტების აბსოლუტური უმრავლესობა ოპოზიციის მხარდამჭერია. მათი გონებრივი მსოფლმხედველობა ( ჩემი მოგონილი ტერმინია:) ) ისეა მოწყობილი, რომ ერთროულად შეუძლიათ აღმერთებდნენ ტრამპსაც და ზელენსკისაც. რაც შეეხება ქოცების მსოფლმხედველობას, მათ საკუთარი აზრი არ […] “რაც შეეხება ქოცების მსოფლმხედველობას, მათ საკუთარი აზრი არ გააჩნიათ” – რომან გოცირიძე პარალელი

სააგენტო "პარალელი"
“რაც შეეხება ქოცების მსოფლმხედველობას, მათ საკუთარი აზრი არ გააჩნიათ” – რომან გოცირიძე

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი რომან გოცირიძე, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში ირონიის თანხლებით “(გეო)პოლიტიკური გემოვნების” აღმოჩენას აკეთებს:

ჩემი ღრმა ფილოსოფიური დაკვირვებით აღმოვაჩინე, რომ ქოცი ტრამპისტი არ არსებობს. ტრამპისტების აბსოლუტური უმრავლესობა ოპოზიციის მხარდამჭერია. მათი გონებრივი მსოფლმხედველობა ( ჩემი მოგონილი ტერმინია:) ) ისეა მოწყობილი, რომ ერთროულად შეუძლიათ აღმერთებდნენ ტრამპსაც და ზელენსკისაც.

რაც შეეხება ქოცების მსოფლმხედველობას, მათ საკუთარი აზრი არ გააჩნიათ, ქვევრებივით არიან, რასაც ჩასძახებ, იმას ამოგძახებენ. ახლა ტრამპთან დაკავშირებით დუმილია ჩაძახებული, ხვალ შესაძლოა მისი ქება-დიდება ან ძაგება იყოს დავალებული. ეს ჩამძახებლის სურვილზეა დამოკიდებული.

კიდევ ერთი ღრმა ფილოსოფიური აღმოჩენა: “ტრამპისტების” დიდი ნაწილი რომელიმე პიროვნების “ისტები” იყვნენ“, – წერს რომან გოცირიძე.

“რაც შეეხება ქოცების მსოფლმხედველობას, მათ საკუთარი აზრი არ გააჩნიათ” – რომან გოცირიძე
პარალელი


რელევანტური