AFG-ს გენერალური ასამბლეის აღმასრულებელი დირექტორი, ნუგზარ სულაშვილი:
ქოცების ოჯახები მოიკითხეთ, მე რა შუაში ვარ (?)რაც დათესეს ” თესლებმა” ის მოიმკა ქვეყანამ!
აშშ-მა საქართველოსთვის ვიზის მიღების წესი შეცვალა – ტურისტული ვიზიტისთვის 15 000 დოლარამდე გირაოს გადახდა გახდება საჭირო: დეტალები20:53 / 18-03-2026აშშ-მა საქართველოსთვის ვიზის მიღების წესი შეცვალა – ტურისტული ვიზიტისთვის 15 000 დოლარამდე გირაოს გადახდა გახდება საჭირო: დეტალებისაქართველო იმ ქვეყნების სიას დაემატა, რომლის მოქალაქეებსაც გარკვეული ტიპის ამერიკული ვიზებისთვის 15 000 დოლარამდე სავიზო გირაოს გადახდა მოუწევთ. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.დეპარტამენტის განცხადებით იმ ქვეყნების სიას, რომლის მოქალაქეებსაც აშშ-ის ვიზის მისაღებად განაცხადის შეტანისას 15,000 დოლარამდე გირაოს გადახდა მოუწევთ, კიდევ 12 ქვეყანა ემატება.მოთხოვნა რომლის მიხედვითაც კამბოჯის, ეთიოპიის, საქართველოს, გრენადას, ლესოთოს, მავრიკის, მონღოლეთის, მოზამბიკის, ნიკარაგუის, პაპუა-ახალი გვინეის, სეიშელის და ტუნისის პასპორტის მფლობელებს აღნიშნული გირაოს გადახდა მოუწევთ 2 აპრილიდან შევა ძალაში. თანხა უკან ბრუნდება იმ შემთხვევაში, თუ ვიზის განაცხადი უარყოფილია ან, თუ ვიზა გაიცა და პირი ვიზის მინიჭების პირობებს იცავს.საუბარია B1 (ბიზნესი) და B2 (ტურიზმი/სამედიცინო მკურნალობა) ტიპის ვიზებზე. სავიზო გირაოს რაოდენობა შესაძლოა იყოს $5 000, $10 000 ან $15 000, რაც დადგენილი იქნება საკონსულო გასაუბრების დროს.აღინიშნება, რომ სავიზო გირაოს გადახდა ვიზის მიღების გარანტიას არ იძლევა.2 აპრილის შემდეგ, ჯამში ამ მოთხოვნის ქვეშ 50 ქვეყანა მოხვდება. თავად პროგრამა, როგორც “ვიზის ვადის გადაცილების წინააღმდეგ ბრძოლისა და ზოგადად არალეგალური მიგრაციის შეზღუდვის ნაწილი“ გასულ წელს ტრამპის ადმინისტრაციის მიერ იქნა შემოღებული.პროგრამის ფარგლებში განსაზღვრული ქვეყნებიდან ვიზის მიღების მსურველებს რომელთა უმეტესობა აფრიკაში მდებარეობს და ა ვიზის ვადის გადაცილების მაღალი მაჩვენებელი აქვთ გააჩნიათ, სიტუაციისა და საკონსულო ოფიცრის გადაწყვეტილების მიხედვით 5,000, 10,000 ან 15,000 დოლარის გირაოს გადახდა უწევთ.წყარო: აშშ. სახელმწიფო დეპარტამენტი
ცნობილი გახდა ასევე რომ აშშ-ში, სატვირთო მანქანებზე მომუშავე იმიგრანტებს ლიცენზიები უუქმდებათ – ტრამპის გადაწყვეტილება უკვე ამოქმედდა.
The post “ქოცების ოჯახები მოიკითხეთ, მე რა შუაში ვარ (?) რაც დათესეს ” თესლებმა” ის მოიმკა ქვეყანამ!” – ნუგზარ სულაშვილი appeared first on .