
„…რა თქმა უნდა, შეერთებულ შტატებთან, მის ხელმძღვანელობასთან ეს არ არის პირველი კავშირი. ჩვენ ვნახეთ ვიზიტები შეერთებულ შტატებში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის, პირველი ლედი იმყოფებოდა სულ ახლახან ვაშინგტონში, ასევე შეერთებული შტატებიდანაც მაღალი თანამდებობის პირები სტუმრობდნენ საქართველოს, ხოლო აგერ დღეს სახელმწიფო მდივანთან კონსტრუქციული საუბარი გაიმართა, რომელსაც მაღალი შეფასება მისცა, როგორც ქართულმა, ასევე ამერიკულმა მხარემ. ბუნებრივია, რომ კიდევ ერთხელ, ცალსახად შეგვიძლია, ვთქვათ, რომ მხოლოდ და მხოლოდ სპეკულაციებზე ჰქონდა რადიკალურ ოპოზიციას საკუთარი აგიტაცია და დემაგოგია აგებული და ბუნებრივია, აქ ყველაფერს საბოლოოდ ესმება წერტილი“ – თქვა მათიკაშვილმა კობახიძისა და რუბიოს სატელეფონო საუბართან დაკავშირებით