ვენესუელაში აშშ-ის საელჩომ მუშაობა განაახლა — Cnoba

მედიაცენტრი სიახლე 30 Mar 2026, 17:26

ვენესუელაში აშშ-ის საელჩომ მუშაობა განაახლა, – განცხადებას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს. „დღეს კარაკასში აშშ-ის საელჩოში მუშაობას ოფიციალურად ვაგრძელებთ, რაც ვენესუელაში ჩვენი დიპლომატიური წარმომადგენლობის ახალ ეტაპს ნიშნავს“, – ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში. განცხადების თანახმად, „კარაკასში აშშ-ის საელჩოს მუშაობის განახლება, ვენესუელასთან დაკავშირებით აშშ-ის პრეზიდენტის სამფაზიანი გეგმის შესრულების მნიშვნელოვანი ეტაპია“. „ეს გააძლიერებს ჩვენს შესაძლებლობას, რომ პირდაპირ ვიმუშაოთ ვენესუელის დროებით მთავრობასთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და კერძო სექტორთან“, – აცხადებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი. ცნობისთვის, ვენესუელის ყოფილ პრეზიდენტთან, ნიკოლას მადუროსთან ურთიერთობების გაუარესების ფონზე კარაკასში აშშ-ის საელჩომ მუშაობა 2019 წლის მარტში შეაჩერა. The post ვენესუელაში აშშ-ის საელჩომ მუშაობა განაახლა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

სრული ტექსტი არქივში არაა ხელმისაწვდომი (ან წყარო არ არის ავტორიზებული). გამოიყენე ღილაკი „იხილე პირველწყარო“.

რელევანტური