“ლიანდაგზე გადადიოდნენ და-ძმა, გოგომ გადაასწრო, ბიჭმა კი ვეღარ მოასწრო” – ლანჩხუთში ბავშვს მატარებელი დაეჯახა — Cnoba
მედიაცენტრი
სიახლე
30 Mar 2026, 16:25
გურიაში არასრულწლოვანს მატარებელი დაეჯახა. “გურიანიუსის”ინფორმაციით, შემთხვევა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგვზიანში დღეს მოხდა. “რკინიგზის ლიანდაგზე გადადიოდნენ ბავშვები, და-ძმა. გოგონამ გადაასწრო, ბიჭმა კი გადასვლა ვეღარ მოასწრო და მატარებელი დაეჯახა”. წყაროს ცნობით, დაშავებული ბავშვი ლანჩხუთის “მედალფას” კლინიკაში გადაიყვანეს, მოგვიანებით კი ქუთაისში. არსებული ინფორმაციით, ბავშვს მძიმე დაზიანებები აქვს მიღებული. The post “ლიანდაგზე გადადიოდნენ და-ძმა, გოგომ გადაასწრო, ბიჭმა კი ვეღარ მოასწრო” – ლანჩხუთში ბავშვს მატარებელი დაეჯახა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
სრული ტექსტი არქივში არაა ხელმისაწვდომი (ან წყარო არ არის ავტორიზებული). გამოიყენე ღილაკი „იხილე პირველწყარო“.