“ეს მძიმე ტვირთი იქნება”- როგორ აისახება დენის გაძვირება მოსახლეობაზე? — Cnoba

GuriaNews სიახლე 30 Mar 2026, 14:09

ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფი 5 თეთრით იზრდება. ამასთან, პირველი აპრილიდან ელექტროენერგიის ტარიფი გაიზრდება კომერციული სექტორისთვისაც. უფრო კონკრეტულად, თუ აქამდე თბილისში მცხოვრები აბონენტები ყოველთვიურად 0-იდან 101 კილოვატამდე ელექტროენერგიას მოიხმარდნენ და ერთ კილოვატში 15,041 თეთრს იხდიდნენ, 1-ელი აპრილიდან ტარიფი 20,041 თეთრამდე გაეზრდებათ. 101-301 კილოვატ საათის ჩათვლით მომხმარებლებისთვის ტარიფი 19.053 თეთრიდან 24,053 თეთრამდე მოიმატებს, ხოლო, 301 კილოვატზე მეტი ელექტროენერგიის […] The post “ეს მძიმე ტვირთი იქნება”- როგორ აისახება დენის გაძვირება მოსახლეობაზე? appeared first on გურია ნიუსი.

ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფი 5 თეთრით იზრდება. ამასთან, პირველი აპრილიდან ელექტროენერგიის ტარიფი გაიზრდება კომერციული სექტორისთვისაც.

უფრო კონკრეტულად, თუ აქამდე თბილისში მცხოვრები აბონენტები ყოველთვიურად 0-იდან 101 კილოვატამდე ელექტროენერგიას მოიხმარდნენ და ერთ კილოვატში 15,041 თეთრს იხდიდნენ, 1-ელი აპრილიდან ტარიფი 20,041 თეთრამდე გაეზრდებათ. 101-301 კილოვატ საათის ჩათვლით მომხმარებლებისთვის ტარიფი 19.053 თეთრიდან 24,053 თეთრამდე მოიმატებს, ხოლო, 301 კილოვატზე მეტი ელექტროენერგიის მომხმარებლებისთვის ტარიფი 23.537 თეთრიდან 28,537 თეთრამდე გაიზრდება.

რეგიონებში “ენერგო პრო ჯორჯია” იმ მომხმარებლებს, რომლებიც 0-იდან 101 კილოვატამდე ელექტროენერგიას მოიხმარდნენ, ტარიფი 15.041 თეთრიდან 20.041 თეთრამდე ეზრდებათ, 101-301 კილოვატ საათის ჩათვლით მომხმარებლებისთვის ტარიფი 19.053 თეთრიდან 24.053 თეთრამდე იზრდება, ხოლო 301 კილოვატზე მეტი ელექტროენერგიის მომხმარებლებისთვის ტარიფი 23.537 თეთრიდან 28.537 თეთრამდე გაიზრდება.

ასევე, სემეკის გადაწყვეტილებით, ელექტროენერგიის ტარიფი გაიზრდება კომერციული სექტორისთვისაც. ზრდა საშუალოდ, 5-6 თეთრით დაფიქსირდება. კერძოდ, სემეკის გადაწყვეტილებით, კომერციული სექტორისთვის, 110-35 კვ.მდე არსებული ტარიფი _ 25.267 გაიზარდა 5.055 თეთრით და გახდა 30.322.

10-6-3.3 კვ.მდე ასევე გაიზარდა და 27.880-ის მაგივრად, განისაზღვრა 34.632-ით. რაც შეეხება 380-220 კვ.მდე არსებულ ტარიფს, 28.961 თეთრის მაგივრად, 35.731 თეთრი იქნება.

როგორს სემეკში განმარტავენ, ტარიფის მატებაზე, ძირითადად, გავლენა იქონია როგორც იმპორტდამოკიდებულებამ, ასევე, ელექტროენერგიის შესასყიდი ფასის ზრდამ, ამასთანავე, ტარიფის ზრდას იწვევს ინვესტიციების მოცულობაც, თუმცა, ამ მოცულობის ინვესტიციამ, რაც ახალ სატარიფო პერიოდშია გათვალისწინებული, უნდა უზრუნველყოს გამანაწილებელი სისტემის ეტაპობრივი მოწესრიგება და ელექტროენერგიის გათიშვების შემცირება.

ახალი ტარიფების ფარგლებში ავარიული გათიშვების შემცირებისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებისათვის ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელში, სემეკთან შეთანხმებით უპრეცედენტო მოცულობის ინვესტიციები განხორციელდება. შედეგად მოსახლეობას ექნება უკეთესი ელექტრომომარაგება და ადგილი აღარ ექნება ხშირ წყვეტებს

სსენერგო პრო ჯორჯია” 2026-2030 წლების განმავლობაში, წელიწადში, საშუალოდ 200 მლნ ლარის ინვესტიციას განახორციელებს _ ჯამურად, 1 მლრდ ლარამდე. ამასთან, კომპანია, მესამე მხარის დაფინანსებით, დამატებით უზრუნველყოფს 3 წლის განმავლობაში ჯამურად 129 მლნ ლარის ინვესტირებას განაწილების ქსელში, რომელიც სამომხმარებლო ტარიფში არ აისახება.

სსთელასისმიერ მომდევნო 5 წლის განმავლობაში გასახორციელებელი ინვესტიციები 400 მილიონ ლარს აღემატება. . თბილისში გასახორციელებელი ინვესტიციების აღნიშნული მოცულობა სემეკმა 2025 წლის დეკემბერში შეითანხმა.

ჯამში, მომდევნო წლების განმავლობაში ელექტროენერგიის ქსელის რეაბილიტაციისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით 1,5 მლრდ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდება. 1,5 მლრდ ლარზე მეტი მოცულობის ინვესტიცია ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელში პირველად განხორციელდება, რაც გულისხმობს ავარიული წყვეტებისა და ელექტროენერგიის მიწოდების კუთხით არსებული პრობლემების მოკლე დროში გადაჭრას.

ინვესტიციების განხორციელებით მთლიანობაში გაუმჯობესდება გამანაწილებელი ქსელის მდგომარეობა, შესაძლებელი გახდება განახლებადი ენერგიების შეუფერხებელი ინტეგრაცია ქსელში და ამასთან, ბიზნეს სექტორს დამატებით მისცემს შესაძლებლობას განახორციელოს სხვადასხვა ენერგოპროექტები.

ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, სემეკმა მიიღო ოპტიმალური გადაწყვეტილება და ტარიფები დაადგინა იმ ოდენობით, რაც აუცილებელია კომპანიების სტაბილური ფუნქციონირებისათვის. ტარიფში გათვალისწინებულია ინვესტიციების მხოლოდ ის მოცულობა, რაც უზრუნველყოფს კომპანიის სტაბილურ ფუნქციონირებასა და მომხმარებლებისთვის ხარისხიანი მომსახურების გაწევას. ინვესტიციების შეთანხმებისას სემეკმა გაითვალისწინა კომპანიების მიერ რესურსებზე წვდომის შესაძლებლობა. დეტალური ანალიზის შედეგად, შესაძლებელი გახადა ტარიფი გაზრდილიყო მინიმალურად და დაბალანსებულად, როგორც მომხმარებლებისათვის, ასევე კომერციული სექტორისათვის, რათა თავიდან იყოს აცილებული კომერციული სექტორისთვის ტარიფის ორნიშნა მატება.

აღსანიშნავია, რომ 2024-2025 წლებში საქართველოს მასშტაბით, ელექტროენერგიის ტარიფი 3 თეთრით იყო შემცირებული. შესაბამისად, 2023 წელს მოქმედ ტარიფთან შედარებით, ახალი ტარიფი, ფაქტობრივად მხოლოდ 2 თეთრით გაიზარდა. 2023 წელს ტარიფების შემცირებაზე ზეგავლენა იქონია ჰიდროელექტროსადგურენგურჰესისრეაბილიტაციის შედეგად იაფიანი ელექტროენერგიის წილის ზრდამ ელექტროენერგიის შესყიდვის მთლიან კალათაში, მაღალი ჰიდროლოგიის მაჩვენებლებმა, ასევე 2022-2023 წლების ზამთრის პერიოდში თბოსადგურების საშუალებით გამომუშავებული იაფიანი ელექტროენერგიით იმპორტირებული ენერგიის ჩანაცვლებამ. მთავრობის სწორი პოლიტიკის შედეგად, სემეკმა შეძლო 2 წლის განმავლობაში შეენარჩუნებინა შემცირებული ტარიფი, მაშინ როდესაც სხვადასხვა ქვეყანაში ტარიფები სისტემატურად იზრდებოდა.

მიუხედავად გაზრდილი ტარიფებისა, მეზობელ და ევროპის ქვეყნებთან შედარებით საქართველოში მოქმედი ტარიფები ერთერთი ყველაზე დაბალია“, _ აცხადებს სემეკი.

ელექტროენერგიის გაძვირების შესახებ ინფორმაციას უარყოფითად აფასებს მოსახლეობა _ მათი თქმით, ფასი ხარისხს უნდა შეესაბამებოდეს, ქარის და წვიმის დროს შუქი არ  უნდა ითიშებოდეს.

ელექტროენერგიის გაძვირებას ეხმაურებიან ოპოზიციაშიც.

როგორ პარტიაში “ძლიერი საქართველო-ლელო” აცხადებენ, დენზე ფასების ზრდა გამოიწვევს სხვა პროდუქტების გაძვირებასაც.

ლანჩხუთის საკრებულოს წევრი, “ძლიერი საქართველოს-ლელოს” ორგანიზაციის თავჯდომარე, გოჩა ჯანაშია ამბობს, რომ ელექტროენერგიის გაძვირება მოსახლეობას მძიმე ტვირთად დააწვება:

ეს ტენდენცია ბუნებრივია, როცა ყველაფერი ძვირდება. არ არის გამორიცხული გაზის გაძვირებაც. ფაქტია, რომ ქვეყანას უჭირს ბიუჯეტის ეფექტურად მართვა. ბოლო წლებია, გარკვეული თანხების მოზიდვას ვერ ახორციელებსგანსაკუთრებით ადმინისტრაციული ჯარიმების და გადასახადების გაძვირების ფონზე ეს ყველაფერი მიმართულია იქეთრომ ბიუჯეტი შეივსოს.

ეს ფაქტი ძალიან ცუდად იმოქმედებს _ საწვავიც ძვირდება და პლუს, ელექტროენერგიის გადასახადის მატება ყველა პროდუქტს გააძვირებს, რაც მოსახლეობას, რომლის მსყიდველობითი უნარი ისედაც მინიმუმამდეა დაყვანილი, მძიმე ტვირთად დააწვება.

ეს სამწუხარო რეალობაა, რომელსაც ვერც გავექევით და ვერც გავექცეოდით იმ პოლიტიკის ფონზე, რასაც აწარმოებს ეს ხელისუფლება“, _ ამბობს გოჩა ჯანაშია ჩვენთან საუბრისას.

შეკითხვაზე, რამდენად არის ეს ხელისუფლების არასწორი ენერგოპოლიტიკის შედეგი და არსებობდა თუ არა ალტერნატიული გზა ტარიფის შესანარჩუნებლად, ჯანაშია გვპასუხობს:

აანონსებენ, რომ დიდი ელექტროსადგურის მშენებლობას იწყებენ და შემდეგ მოსახლეობის პროტესტის ფონზე ვერ აბამენ თავს ან არასწორად დაგეგმვის გამო ვერ ახორციელებენ. ეს სფერო უკვე სტაგნაციას განიცდის _ ჩნდება მოთხოვნები, იზრდება ხარჯივერ ვაძლიერებთ ჩვენს ელექტროპოტენციალს, მიუხედავად იმისა, რომ უამრავი რესურსი გვაქვს _ წყალი, ქარიბიძინა ივანიშვილმა დააყენა 5 თუ 7 ქარის ელექტროსადგური ადრე, ახლა დაემატა რამდენიმე, მაგრამ ამას მასობრივი ხასიათი არ მისცემია, რომ რაიმე შეღავათი მისცეს ჩვენს ელექტროსისტემას“.

ელექტროენერგიის ტარიფის მატებას სოციალურ ქსელში ეხმაურება პარტია “გახარია საქართველოსთვის”  ლიდერი ჩოხატაურში, რომან კალანდაძე:

წინ მივდივართ _ 5 თეთრით გაძვირებული ელექტროენერგია. აგიცნაცებისბრალი იქნება. აბაა, 5 თეთრი რაღაა“, _ წერს კალანდაძე.

ენერგოომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელი ნინო გულეიშვილი კი აცხადებს:

თითოეული ჩვენგანისთვის, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი და პრიორიტეტია მომხმარებელი. ამასთან, ის, რომ მომხმარებელმა უნდა მიიღოს სტაბილური მომსახურება ელექტროენერგიის მიწოდების კუთხით.

ბოლო პერიოდში, ეს იყო განსაკუთრებული გამოწვევა ჩვენი სამსახურისთვის იმიტომ, რომ ენერგოსექტორში მომხმარებლების შემოსული განცხადებების ძალიან დიდი რაოდენობა _ 80%, იყო ზუსტად წყვეტასთან (ელექტროენერგიის გათიშვა) დაკავშირებული და ელექტროენერგიის მიწოდებასთან პრობლემატური საკითხები _ ეს იყო ხშირი წყვეტა, ავარიები, პიკურ საათებში დატვირთავს ვერ უძლებდა ქსელი.

2025-მა წელმა გვიჩვენა, რომ პიკური მოხმარების პერიოდში, ავარიების რაოდენობა იყო ძალიან გაზრდილი.

ამას ემატება ისიც, რომ წლიდან წლამდე იზრდება მომხმარებელთა რაოდენობა. გარდა იმ მნიშვნელოვანი სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებისა, რომელიც ზოგადად, ქსელის გაუმჯობესებას უნდა მოხმარდეს და ის უნდა განავითაროს, არის ის, რომ ახალი მომხმარებლების რაოდენობის შემთხვევაში, ქსელი საჭიროებს თავიდან ბოლომდე გადაწყობას და კიდევ უფრო გაძლიერებას. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, გულისხმობს იმას, რომ ამ ვითარებით, მომხმარებელი მომავალში უწყვეტ მომარაგებას ვერ მიიღებდა. შესაბამისად, კომისიის ამ გადაწყვეტილებამ მომდევნო პერიოდში უნდა უზრუნველყოს მომხმარებლებისთვის სტაბილური მიწოდების უზრუნველყოფა და ეტაპობრივად, ავარიების შემცირება, ქსელის გაუმჯობესება და ხარისხიანი მიწოდება“.

აღსანიშნავია, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში საქართველოში სამომხმარებლო ფასების ინდექსი ისედაც რეკორდულად გაიზარდა. ელექტოენერგიის გაძვირება ავტომატურად გამოიწვევს პირველადი მოხმარების პროდუქტებისა და მომსახურებაზე ფასების მატებას, რაც კიდევ უფრო დაამძიმებს დაბალი შემოსავლის მქონე მოსახლეობის მდგომარეობას.

რაც შეეხება თავად მოსახლეობის სუბსიდირების ნაწილს, სემეკის კომისიის თავმჯდომარის დავით ნარმანიას თქმით, ამაზე განცხადებას მთავრობა გააკეთებს.

The post “ეს მძიმე ტვირთი იქნება”- როგორ აისახება დენის გაძვირება მოსახლეობაზე? appeared first on გურია ნიუსი.


რელევანტური