„მზად ვართ სააღდგომო ზავისთვის“ – ზელენსკი — Cnoba
„უკრაინა მზადაა აღდგომის დღესასწაულის დროს ცეცხლის შეწყვეტისთვის და ენერგეტიკული ზავისთვის“, – ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. „ჩვენ მზად ვართ აღდგომის დღესასწაულის დროს ცეცხლის შეწყვეტისთვის. ჩემი აზრით, გულწრფელად რომ ვთქვა, ნორმალური ადამიანები, რომლებიც პატივს სცემენ სიცოცხლეს, საუბრობენ ცეცხლის შეწყვეტასა და ომის დასრულებაზე სამუდამოდ და არა მხოლოდ რამდენიმე დღით. მაგრამ, რა თქმა უნდა, მზად ვართ ნებისმიერი კომპრომისისთვის, გარდა კომპრომისისა, რომელიც ჩვენს ღირსებასა და სუვერენიტეტს ეხება“, – აღნიშნა ზელენსკიმ. მისი თქმით, უკრაინა მხარს უჭერს ცეცხლის შეწყვეტის ნებისმიერ ფორმატს და ზოგადად, ომის დასრულებას, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფოს ღირსებას და დამოუკიდებლობას… The post „მზად ვართ სააღდგომო ზავისთვის“ – ზელენსკი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.