რა იწვევს საქართველოში ელექტრო ენერგიის საფასურის გაზრდას? – საბა ბუაძე — Cnoba

Alia სიახლე 30 Mar 2026, 13:11

საკრებულოს ყოფილი დეპუტატი, საბა ბუაძე: ,,დღეს ნარმანიამ ელექტროენერგიის მორიგი 5 თეთრიანი გაძვირების შესახებ გვამცნო. რა იწვევს საქართველოში ელექტრო ენერგიის საფასურის გაზრდას? 1. ტოტალური კორუფცია; 2. უკიდურესი უცოდინრობა და ხედვის არარსებობა. რათქმაუნდა ფასი მოიმატებს, როდესაც ენერგეტიკული სექტორი ჩვენს ქვეყანაში არათუ არ ვითარდება, არამედ ერთ-ერთი ყველაზე შავბნელი და კორუფციული სივრცეა. ქვეყანაში საკმარისად არ ვითარდება ელექტროენერგიის გამომიშავების არც […] The post რა იწვევს საქართველოში ელექტრო ენერგიის საფასურის გაზრდას? – საბა ბუაძე appeared first on .

საკრებულოს ყოფილი დეპუტატი, საბა ბუაძე:

,,დღეს ნარმანიამ ელექტროენერგიის მორიგი 5 თეთრიანი გაძვირების შესახებ გვამცნო.

რა იწვევს საქართველოში ელექტრო ენერგიის საფასურის გაზრდას?

1. ტოტალური კორუფცია;
2. უკიდურესი უცოდინრობა და ხედვის არარსებობა.

რათქმაუნდა ფასი მოიმატებს, როდესაც ენერგეტიკული სექტორი ჩვენს ქვეყანაში არათუ არ ვითარდება, არამედ ერთ-ერთი ყველაზე შავბნელი და კორუფციული სივრცეა.

ქვეყანაში საკმარისად არ ვითარდება ელექტროენერგიის გამომიშავების არც ერთი მიმართულება – გამოუყენებელია ჰიდრო-რესურსები, აუთვისებელია ქარის და მზის ენერგიის რესურსი, რამაც უნდა შეამციროს იმპორტზე დამოკიდებულება.

მინიმუმ სამი ჰესი მახსენდება, რომელთა მშენებლობაც არა მხოლოდ გაჩერდა, არამედ სახელმწიფოს დამატებით უდიდესი ფინანსური ზიანი მოუტანა – ესენია ნენსკრა, ხუდონი და ნამოხვანი. ამავდროულად თითებზე ჩამოსათვლელია ქარის და მზის სადგურების რაოდენობა, რომელიც ასე ძალიან ჭირდება ჩვენს ეკონომიკას – მხოლოდ 2026 წლის თებერვალში საქართველომ იყიდა თითქმის 8 მილიონი დოლარის ღირებულების ელექტროენერგია.“

The post რა იწვევს საქართველოში ელექტრო ენერგიის საფასურის გაზრდას? – საბა ბუაძე appeared first on .


რელევანტური