საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტო განცხადებას ავრცელებს — Cnoba

მედიაცენტრი სიახლე 04 Mar 2026, 12:47

საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტომ, გაეროს ბირთვული ენერგიის მარეგულირებელმა ორგანომ, X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში განაცხადა, რომ აშშ-სა და ისრაელის მიერ შაბათს ირანზე ერთობლივი თავდასხმის დაწყების შემდეგ, ირანში ბირთვული მასალის შემცველი ობიექტების დაზიანება არ აღმოუჩენიათ. ატომურმა ენერგიის სააგენტომ დასძინა, რომ ამ დროისთვის რადიოლოგიური გაჟონვის რისკი არ დაფიქსირებულა. სააგენტოს ინფორმაციით, ისპაჰანის ატომურ ელექტროსადგურთან ახლოს ორი შენობის დაზიანება ჩანს. მათივე ცნობით, ნატანზის ატომურ ელექტროსადგურზე დამატებითი ზემოქმედება არ დაფიქსირებულა შესასვლელებთან ადრე დაფიქსირებული დაზიანების შემდეგ, ხოლო სხვა ატომურ ელექტროსადგურებზე, მათ შორის ბუშერზე, ზემოქმედება არ დაფიქსირებულა. The post საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტო განცხადებას ავრცელებს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

სრული ტექსტი არქივში არაა ხელმისაწვდომი (ან წყარო არ არის ავტორიზებული). გამოიყენე ღილაკი „იხილე პირველწყარო“.

რელევანტური