“მზად ვართ ცეცხლის შეწყვეტისთვის აღდგომის დღესასწაულზე”- ზელენსკი — Cnoba
“ჩვენ მზად ვართ ცეცხლის შეწყვეტისთვის აღდგომის დღესასწაულზე”-ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა. უკრაინის პრეზიდენტმა ასევე თქვა, რომ კიევი იღებს სიგნალებს პარტნიორებისგან რუსულ ნავთობის ინფრასტრუქტურაზე დარტყმების შემცირების თხოვნით, მსოფლიო ენერგეტიკული კრიზისის ფონზე. „თუ რუსეთი მზადაა არ დაარტყას უკრაინის ენერგეტიკას, მაშინ ჩვენ არ ვუპასუხებთ დარტყმებით მათ ენერგეტიკაზე“, – განაცხადა ზელენსკი. უკრაინის ლიდერმა ასევე ისაუბრა ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებთან ისტორიული მნიშვნელობის შეთანხმებების გაფორმების შესახებ. მისი თქმით, კიევმა მიაღწია შეთანხმებას სპარსეთის ყურის ქვეყნებისგან ენერგეტიკული მხარდაჭერის შესახებ, ასევე განიხილებოდა თანამშრომლობა საზღვაო დრონების სფეროში. The post “მზად ვართ ცეცხლის შეწყვეტისთვის აღდგომის დღესასწაულზე”- ზელენსკი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.