პარლამენტის დროებითი კომისია მედიკამენტების ბაზრის შესწავლას იწყებს — Cnoba

რეგიონალური სიახლეები სიახლე 30 Mar 2026, 07:02

სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისია მედიკამენტების სექტორის შესწავლას იწყებს. დღეს პარლამენტში გაიმართება შეხვედრა ფარმაცევტული პროდუქციის ადგილობრივ მწარმოებლებთან, სადაც განიხილავენ მედიკამენტების ბაზრის სტრუქტურას, ფასწარმოქმნის ჯაჭვსა და სექტორის მუშაობის პროცესებს. კომისიის სხდომა 12:00 საათზეა ჩანიშნული. კომისიის ინფორმაციით, 2023 წელს ამოქმედებული რეფერენტული ფასების პროგრამის შედეგად, დაახლოებით 7500 მედიკამენტის ღირებულება შემცირდა, თუმცა...

სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისია მედიკამენტების სექტორის შესწავლას იწყებს.

დღეს პარლამენტში გაიმართება შეხვედრა ფარმაცევტული პროდუქციის ადგილობრივ მწარმოებლებთან, სადაც განიხილავენ მედიკამენტების ბაზრის სტრუქტურას, ფასწარმოქმნის ჯაჭვსა და სექტორის მუშაობის პროცესებს. კომისიის სხდომა 12:00 საათზეა ჩანიშნული.

კომისიის ინფორმაციით, 2023 წელს ამოქმედებული რეფერენტული ფასების პროგრამის შედეგად, დაახლოებით 7500 მედიკამენტის ღირებულება შემცირდა, თუმცა ამ ეტაპზე დაახლოებით 3000 მედიკამენტზე აღნიშნული რეგულაცია არ ვრცელდება და მათი დამატებითი რეგულირების შესაძლებლობა არსებობს.

კომისიის თავმჯდომარის, შოთა ბერეკაშვილი განცხადებით, მედიკამენტების ფასწარმოქმნის ჯაჭვი შედგება ორი ძირითადი კომპონენტისგან – მწარმოებელი/იმპორტიორი და რეალიზაციის ქსელები – და მისი სრულყოფილი შესწავლა მნიშვნელოვანია, რათა შეფასდეს არსებული რეგულაციების ეფექტიანობა და საჭიროების შემთხვევაში დამატებითი ნაბიჯები დაიგეგმოს.


რელევანტური