ნეთანიაჰუს თქმით, ლათინ პატრიარქს მაცხოვრის საფლავის ტაძარზე სრული წვდომა ექნება — Cnoba
ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, იერუსალიმის ლათინ პატრიარქს, კარდინალ პიერბატისტა პიცაბალას იერუსალიმის მაცხოვრის წმინდა საფლავის ტაძარში შესვლის საშუალება ექნება. ნეთანიაჰუს თქმით, შესაბამის ორგანოებს დაავალა, ლათინ პატრიარქს წმინდა საფლავის ეკლესიაზე „სრული და დაუყოვნებელი წვდომა“ მიენიჭოს, რათა მან წირვა-ლოცვის ჩატარება სურვილისამებრ შეძლოს. ისრაელის პრემიერმა განმარტა, რომ კარდინალ პიერბატისტა პიცაბალას მისივე უსაფრთხოების გამო სთხოვეს, ეკლესიაში არ შესულიყო. ნეთანიაჰუს თქმით, ირანმა არაერთხელ დაბომბა იერუსალიმის წმინდა ადგილები ბალისტიკური რაკეტებით. კარდინალისთვის მაცხოვრის წმინდა საფლავის ტაძარში შესვლის აკრძალვის გადაწყვეტილება რამდენიმე დასავლურმა ქვეყანამ გააკრიტიკა. იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ, განაცხადა, რომ ეს ნაბიჯი „არა მხოლოდ მორწმუნეების, არამედ ყველა იმ… The post ნეთანიაჰუს თქმით, ლათინ პატრიარქს მაცხოვრის საფლავის ტაძარზე სრული წვდომა ექნება appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.