რუსეთმა ნიკოლაევის ოლქზე დრონებით იერიში მიიტანა – დაშავებულებს შორის არიან ბავშვები — Cnoba
რუსეთმა ნიკოლაევის ოლქზე დრონებით იერიში მიიტანა – დაშავებულებს შორის არიან ბავშვები. ინფორმაციას ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ვიტალი კიმი ავრცელებს. მისი განცხადებით, დარტყმის ქვეშ მოექცა ვოსკრესენსკის თემი, სადაც „შაჰედების“ შეტევის შედეგად რვა ადამიანი დაშავდა, მათგან შვიდი ბავშვია. ყველა დაშავებული ჰოსპიტალიზებულია და შესაბამის სამედიცინო დახმარებას იღებს. 28 მარტის ღამეს რუსეთის ჯარებმა მასირებული იერიში მიიტანეს ოდესის ოლქზეც, სადაც არიან დაღუპულები და დაშავებულები. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, მნიშვნელოვნად დაზიანდა საცხოვრებელი ინფრასტრუქტურა, მათ შორის სასწავლო დაწესებულებები და სამშობიარო სახლი. გარდა ამისა, შეტევა განხორციელდა კრივოი როგზეც — ქალაქში ორი ადამიანი დაიღუპა, ორი კი დაშავდა. დნეპროპეტროვსკის ოლქის ადმინისტრაციის… The post რუსეთმა ნიკოლაევის ოლქზე დრონებით იერიში მიიტანა – დაშავებულებს შორის არიან ბავშვები appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.