დონალდ ტრამპი _ ნატო-მ დიდი შეცდომა დაუშვა, ის „ქაღალდის ვეფხვია“ — Cnoba

GuriaNews სიახლე 28 Mar 2026, 07:57

ნატო-მ დიდი შეცდომა დაუშვა, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მაიამიში გამართულ საინვესტიციო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. დონალდ ტრამპის განცხადებით, იმედგაცრუებულია, რადგან ნატო აშშ-ს ირანის წინააღმდეგ ომში არ დაეხმარა. „ვფიქრობ, რომ უზარმაზარი შეცდომა დაუშვეს, რადგან ნატო იქ არ არის. ამით აშშ დიდი რაოდენობით თანხას მიიღებს, რადგან ჩვენ ნატო-ზე წელიწადში ასობით მილიარდ დოლარს ვხარჯავთ. ჩვენ ყოველთვის […] The post დონალდ ტრამპი _ ნატო-მ დიდი შეცდომა დაუშვა, ის „ქაღალდის ვეფხვია“ appeared first on გურია ნიუსი.

ნატო-მ დიდი შეცდომა დაუშვა, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მაიამიში გამართულ საინვესტიციო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

დონალდ ტრამპის განცხადებით, იმედგაცრუებულია, რადგან ნატო აშშ-ს ირანის წინააღმდეგ ომში არ დაეხმარა.

„ვფიქრობ, რომ უზარმაზარი შეცდომა დაუშვეს, რადგან ნატო იქ არ არის. ამით აშშ დიდი რაოდენობით თანხას მიიღებს, რადგან ჩვენ ნატო-ზე წელიწადში ასობით მილიარდ დოლარს ვხარჯავთ. ჩვენ ყოველთვის მზად ვიქნებოდით მათ დასაცავად, მაგრამ ახლა მათი ქმედებებიდან გამომდინარე, არ არის აუცილებელი, რომ მათ გვერდით ვიყოთ, არა?

მე ყოველთვის ვამბობდი, რომ ჩვენ ნატო-ს ვეხმარებით, მაგრამ ისინი არასდროს დაგვეხმარებიან, თუ რაიმე დიდი მოხდება. ვფიქრობ, რაიმე დიდი არ მოხდება, მაგრამ გარანტიას გაძლევთ, რომ ისინი ჩვენს გვერდით არ იქნებიან. გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხმა თქვა, რომ ეს „ჩვენი ომი არ არის“. კარგი, უკრაინა ჩვენი ომი არ არის, მაგრამ მათ ვეხმარებით“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

The post დონალდ ტრამპი _ ნატო-მ დიდი შეცდომა დაუშვა, ის „ქაღალდის ვეფხვია“ appeared first on გურია ნიუსი.


რელევანტური