ტექნიკის ონლაინ ყიდვის 5 მთავარი შეცდომა – როგორ ავირიდოთ თავიდან — Cnoba

Knews სიახლე 09 Mar 2026, 02:55

knews.ge ტექნიკის ონლაინ ყიდვის 5 მთავარი შეცდომა – როგორ ავირიდოთ თავიდან ონლაინ ტექნიკის ყიდვა სწრაფი და კომფორტულია, მაგრამ ერთი შეხედვით მარტივ პროცესშიც კი შეიძლება ისეთი შეცდომა დაუშვა, რომელიც შემდეგ დროსაც და The post ტექნიკის ონლაინ ყიდვის 5 მთავარი შეცდომა – როგორ ავირიდოთ თავიდან appeared first on knews.ge.

knews.ge
ტექნიკის ონლაინ ყიდვის 5 მთავარი შეცდომა – როგორ ავირიდოთ თავიდან

ონლაინ ტექნიკის ყიდვა სწრაფი და კომფორტულია, მაგრამ ერთი შეხედვით მარტივ პროცესშიც კი შეიძლება ისეთი შეცდომა დაუშვა, რომელიც შემდეგ დროსაც და თანხასაც დაგაკარგვინებს. ამიტომ, მნიშვნელოვანია, სანამ შეუკვეთავ, რამდენიმე დეტალს განსაკუთრებული ყურადღება მიაქციო.

ამ სტატიაში 5 ყველაზე გავრცელებული შეცდომის შესახებ მოგიყვები და გასწავლი როგორ აირიდო ისინი თავიდან.

  1. მხოლოდ ფასზე ორიენტირება

ყველაზე ხშირი შეცდომაა ყველაზე დაბალფასიანი შეთავაზების არჩევა სხვა ფაქტორების გადამოწმების გარეშე. დაბალი ფასი ყოველთვის არ ნიშნავს საუკეთესო ვარიანტს.

შეადარე ერთი და იგივე მოდელი სხვადასხვა პლატფორმაზე. მაგალითად, extra.geზე შეგიძლია ერთ სივრცეში ნახო რამდენიმე გამყიდველის შეთავაზება და დააკვირდე არა მხოლოდ ფასს, არამედ გარანტიას და პირობებსაც. ხშირად განსხვავება სწორედ დეტალებშია.

  1. მახასიათებლების ზედაპირული წაკითხვა

ორი ტექნიკა შეიძლება გარეგნულად იდენტური ჩანდეს, მაგრამ ფუნქციებით მნიშვნელოვნად განსხვავდებოდეს. მაგალითად, ტელევიზორის შემთხვევაში, მნიშვნელოვანია, არა მხოლოდ ეკრანის ზომა, არამედ გარჩევადობა, მატრიცის ტიპი და სმარტ ფუნქციები.

ყურადღებით წაიკითხე ტექნიკური აღწერა და შეადარე რამდენიმე მოდელი ერთმანეთს. ნუ დაეყრდნობი მხოლოდ სახელწოდებას, დეტალები განსაზღვრავს, რამდენად გამოგადგება პროდუქტი ყოველდღიურად.

  1. მიწოდებისა და დამატებითი ხარჯების იგნორირება

ხშირად პროდუქტის ფასი დაბალია, მაგრამ საბოლოო თანხა იზრდება მიწოდების საფასურის ან სხვა დამატებითი პირობების გამო.

ყიდვამდე, გადაამოწმე ნივთის სრული ღირებულებამიწოდება, ამოტანა სართულზე, მონტაჟი (თუ საჭიროა). ასევე, გაიგე, რა ვადაში მიიღებ შეკვეთას და როგორ მუშაობს სერვისი რეგიონებში.

  1. გარანტიისა და დაბრუნების პირობების არასრულად გარკვევა

ტექნიკის ყიდვის შემთხვევაში გარანტია ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია. ზოგჯერ მომხმარებელი მხოლოდ ფასს ამოწმებს და ავიწყდება სერვისის პირობები. როგორ აირიდო თავიდან? გადაამოწმე:

რამდენ წლიანი გარანტია აქვს პროდუქტს

რა პირობებით შეგიძლია დაბრუნება ან შეცვლა

სანდო ონლაინ პლატფორმებზე, მაგალითად, ექსტრაზე ეს ინფორმაცია, როგორც წესი, დეტალურად არის მითითებული.

  1. იმპულსური ყიდვაფასდაკლება რომ არ გამოგრჩეს

აქციები და ფასდაკლებები ხშირად ემოციურ გადაწყვეტილებას იწვევს. შეიძლება პროდუქტი საერთოდ არ გჭირდებოდეს, მაგრამ ფასდაკლების გამო მაინც ყიდულობ.

შეადარე კონკრეტული შეთავაზება სხვა პლატფორმებზეც და დაფიქრდი, ნამდვილად გჭირდება ახლა ეს ნივთი? ინფორმირებული არჩევანი ყოველთვის სჯობს სპონტანურ გადაწყვეტილებას.

ტექნიკის ონლაინ ყიდვა ჭკვიანი გადაწყვეტილებაა, თუ დეტალებს ყურადღებას აქცევ.

შეადარე ფასები, გადაამოწმე პირობები, გაეცანი გარანტიას და გამოიყენე ისეთი პლატფორმები, სადაც სხვადასხვა მაღაზიის შეთავაზებას ერთ სივრცეში ნახავ. ასე თავიდან აირიდებ ზედმეტ ხარჯს და ონლაინ შოპინგით მაქსიმალურ სარგებელს მიიღებ.

R

The post ტექნიკის ონლაინ ყიდვის 5 მთავარი შეცდომა – როგორ ავირიდოთ თავიდან appeared first on knews.ge.


რელევანტური