სააგენტო "პარალელი"
“მოვუწოდებთ რეჟიმს, შეწყვიტოს საეკლესიო გადაწყვეტილებებზე გავლენის მოხდენის მცდელობა და ინსტიტუტის ინსტრუმენტალიზაცია” – “სტრატეგია აღმაშენებელი”
“სტრატეგია აღმაშენებელი”, გავრცელებულ განცხადებაში, ახალი კათოლიკოს-პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით პარტიის პოზიციას აფიქსირებს:
“ახალი პატრიარქის არჩევის პროცესთან დაკავშირებით, ჩვენი მკაფიო პოზიციაა:
პოლიტიკური სუბიექტების ჩარევა ამ პროცესში დაუშვებელია.
პატრიარქის არჩევა მხოლოდ წმინდა სინოდის პრეროგატივაა.
ჩვენ წინასწარ ვადასტურებთ პატივისცემას მათ მიერ მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილების მიმართ.
ვხედავთ „ქართული ოცნების“ მხრიდან აშკარა ჩარევას საჯარო კომუნიკაციისა და საინფორმაციო კამპანიების მეშვეობით. მოვუწოდებთ რეჟიმს, შეწყვიტოს საეკლესიო გადაწყვეტილებებზე გავლენის მოხდენის მცდელობა და ინსტიტუტის ინსტრუმენტალიზაცია.
საქართველოს ეკლესიას ავტოკეფალიის მრავალსაუკუნოვანი გამოცდილება აქვს. ის სრულად უნდა იყოს დაცული პოლიტიკური წნეხისგან“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
ინფორმაციას “სტრატეგია აღმაშენებლის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს
“მოვუწოდებთ რეჟიმს, შეწყვიტოს საეკლესიო გადაწყვეტილებებზე გავლენის მოხდენის მცდელობა და ინსტიტუტის ინსტრუმენტალიზაცია” – “სტრატეგია აღმაშენებელი”
პარალელი