ირანის არაკის ბირთვულ ობიექტზე თავდასხმა განხორციელდა — Cnoba
ირანის არაკის ბირთვულ ობიექტზე თავდასხმა განხორციელდა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. ირანის მარკაზის პროვინციის ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ თავდასხმა აშშ-სა და ისრაელის ძალებმა განახორციელეს და დასძინა, რომ უსაფრთხოების ზომების წინასწარ მიღების გამო არავინ დაშავებულა. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ცნობით, გასული წლის მდგომარეობით, ირანის არაკის მძიმე წყლის რეაქტორი ჯერ კიდევ მშენებლობის პროცესში იყო. გასული წლის ივნისში ისრაელმა ირანთან 12-დღიანი ომის დროს არაკის კომპლექსში ჯერ კიდევ მშენებარე რეაქტორი დაბომბა. იმ დროს, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ განაცხადა, რომ რეაქტორი არ ფუნქციონირებდა და არანაირ ბირთვულ მასალას არ შეიცავდა. The post ირანის არაკის ბირთვულ ობიექტზე თავდასხმა განხორციელდა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.