მარია ზახაროვა – აშშ-მა და ისრაელმა ირანის ბირთვულ ობიექტზე დარტყმით საერთაშორისო სამართალი დაარღვიეს — Cnoba

News.ge სიახლე 21 Mar 2026, 15:52

აშშ-მა და ისრაელმა ირანის ბირთვულ ობიექტზე დარტყმით საერთაშორისო სამართალი დაარღვიეს, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა. „ეს საერთაშორისო სამართლის, გაერო-სა და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს წესდების უხეშ დარღვევას წარმოადგენს“, – განაცხადა ზახაროვამ. ცნობისთვის, დღეს ირანის სახელმწიფო მედიამ ინფორმაცია გაავრცელა, რომ აშშ-ისა და ისრაელის საჰაერო ძალებმა ისპაჰანის პროვინციაში მდებარე ნატანზის ბირთვულ ობიექტზე დარტყმები […]

აშშ-მა და ისრაელმა ირანის ბირთვულ ობიექტზე დარტყმით საერთაშორისო სამართალი დაარღვიეს, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.

„ეს საერთაშორისო სამართლის, გაერო-სა და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს წესდების უხეშ დარღვევას წარმოადგენს“, – განაცხადა ზახაროვამ.

ცნობისთვის, დღეს ირანის სახელმწიფო მედიამ ინფორმაცია გაავრცელა, რომ -ისა და ისრაელის საჰაერო ძალებმა ისპაჰანის პროვინციაში მდებარე ნატანზის ბირთვულ ობიექტზე დარტყმები განახორციელეს.

 

გაერო-ს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ განაცხადა, რომ ირანმა ნატანზის ბირთვულ ობიექტზე დარტყმის შესახებ სააგენტოს უკვე აცნობა. მათივე ცნობით, ობიექტიდან რადიაციული გაჟონვა არ დაფიქსირებულა.


რელევანტური