საქართველოში საფინანსო სექტორის ვალი 1.98 მილიონ ადამიანს აქვს – რამდენია “შავ სიაში” — Cnoba

GuriaNews სიახლე 27 Mar 2026, 13:55

საქართველოში ყოველ მე-2 ადამიანს საფინანსო სექტორის ვალი აქვს, ხოლო ყოველი მეათე მოქალაქე ვადაგადაცილებაშია. ამაზე მოწმობს „კრედიტინფო საქართველოს“ 2026 წლის ბოლო, სტატისტიკური მონაცემები. ინფორმაციას bpn.ge ავრცელებს. ამავე მონაცემების მიხედვით, კრედიტებზე ვადაგადაცილება მოსახლეობის 10%-ს უფიქსირდება. უფრო კონკრეტულად, 2026 წლის 28 თებერვლის მდგომარეობით, საფინანსო სექტორის ვალი 1 981 609 მსესხებელს აქვს, აქედან 30 დღეზე მეტი ვადაგადაცილება უფიქსირდება 373 […] The post საქართველოში საფინანსო სექტორის ვალი 1.98 მილიონ ადამიანს აქვს – რამდენია “შავ სიაში” appeared first on გურია ნიუსი.

საქართველოში ყოველ მე-2 ადამიანს საფინანსო სექტორის ვალი აქვს, ხოლო ყოველი მეათე მოქალაქე ვადაგადაცილებაშია. ამაზე მოწმობს „კრედიტინფო საქართველოს“ 2026 წლის ბოლო, სტატისტიკური მონაცემები. ინფორმაციას bpn.ge ავრცელებს.

ამავე მონაცემების მიხედვით, კრედიტებზე ვადაგადაცილება მოსახლეობის 10%-ს უფიქსირდება.

უფრო კონკრეტულად, 2026 წლის 28 თებერვლის მდგომარეობით, საფინანსო სექტორის ვალი 1 981 609 მსესხებელს აქვს, აქედან 30 დღეზე მეტი ვადაგადაცილება უფიქსირდება 373 659 პირს. ეს მაშინ, როდესაც საქსტატის ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში მოსახლეობის რაოდენობა 3 704 506-ს შეადგენს.

აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოში იმ ფიზიკური პირების რაოდენობა, რომლებიც კრედიტს ვერ იხდიან, ბოლო ერთი წლის განმავლობაში 5 484-ით, ხოლო 1 თვის განმავლობაში 308 პირით გაიზარდა.

უფრო კონკრეტულად, თუ „კრედიტინფოს“ 2026 წლის თებერვლის მონაცემებით, „შავ სიაში“ 373 659 პირი იყო, იანვრის ბოლოს ეს მაჩვენებელი – 373 351 იყო, ხოლო წინა წლის თებერვლის მდგომარეობით იმ პირების რიცხვი, რომელთაც 30 დღეზე მეტი ვადაგადაცილება უფიქსირდებოდათ კრედიტზე – 368 175-ს შეადგენდა.

ამასთან, 2026 წლის თებერვლის მდგომარეობით, მსესხებლებიდან, რომლებიც კრედიტს ვერ იხდიან, 108 152 – კომერციული ბანკების კლიენტია, 298 451 პირი – სებ-ის მიერ სხვა რეგულირებადი საფინანსო ინსტიტუტების (მიკროსაფინანსო, სესხის გამცემი სუბიექტი); 4 746 კი – ყველა სხვა ტიპის ორგანიზაციის კრედიტორია, ეს ორგანიზაციებია: სამშენებლო კომპანია, დისტრიბუტორი, სალიზინგო კომპანია და ა.შ.

რაც შეეხება ვადაგადაცილებული თანხის მოცულობას, 30 დღიდან ვადაგადაცილება ფიქსირდება 2.959 მლრდ ლარის კრედიტებზე, რაც საფინანსო სექტორის მიერ გაცემული მთლიანი სესხების 3.9%-ია. მათ შორის, კომერციული ბანკების დავალიანება – 1.309 მლრდ ლარს შეადგენს, სებ-ის მიერ სხვა რეგულირებადი საფინანსო ინსტიტუტების, როგორიცაა: მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, სესხის გამცემი სუბიექტი – 1.607 მლრდ ლარს.

ცნობისთვის, „კრედიტინფო საქართველოს“ სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 2026 წლის 28 თებერვლის მდგომარეობით, საქართველოში საფინანსო სექტორის ვალი 1 981 609 ადამიანს აქვს, ჯამში, კრედიტების მოცულობა 75 500 081 382 ლარს შეადგენს.

The post საქართველოში საფინანსო სექტორის ვალი 1.98 მილიონ ადამიანს აქვს – რამდენია “შავ სიაში” appeared first on გურია ნიუსი.


რელევანტური