“ოცნების” დეპუტატი, თენგიზ შარმანაშვილი NATO-ს ყოველწლიურ ანგარიშში საქართველოს შესახებ ჩანაწერს ეხმაურება და ამბობს:
“ვერავინ ვერ შეგვასწრებს ნატოში ძალიან კარგად იცით…
ამ განცხადებებით უკვე ვეღარავინ ვეღარ მოტყუვდება და თავსაც ვერ მოვიტყუებთ. ყველა იმ საშინაო დავალებას, რომელიც ნატოსგან გვქონდა ჩვენ, პირნათლად ვასრულებთ. მეტი რა საშინაო დავალება უნდა შევასრულოთ, რომ კიდევ ერთი ნაბიჯი გადმოიდგას? არც მაშინ არ გადმოდგეს. ხომ მაშინაც არ იყო ეს კანონდებლობა მიღებული, ახლა რომ ხელზე იხვევენ? მაშინაც არ დგამდნენ ამ ნაბიჯებს. ამიტომ, ჩვენ ჩვენი მხრიდან რაც იქნება, ყველაფერს ვაკეთებთ და მომავალშიც გავაკეთებთ. მაგრამ საქართველოს კონსტიტუცია იმას კი არ აღნიშნავს, თუ უსამართლოდ მომექცევიან, ესეც ჩემი ბრალია. ეს ჩემი ბრალი არ არის. ჩემი ბრალი იქნება, თუ რომელიმე თანადგომას ან რომელიმე დავალებას არ ვუპასუხებ. არაფერი არჩევნების შემდეგ არ გადახედილა და თქვენც ძალიან კარგად იცით, რომ არჩევნებამდეც მაინცდამაინც თავს არ იკლავდნენ. რამდენი ხანია მაპის საკითხი დგას და ამ ღია კარში, ორპირ ქარში ვართ გაჩერებული”
რუტე განმარტავს, რა შემთხვევაში შენარჩუნდება NATO-საქართველოს ურთიერთობა
The post რა “ტყუილში გამოიჭირა” შარმანაშვილმა “ნატო”? appeared first on .