27 მარტს, გარდაბანი მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში სოციალურ საკითხთა და ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხების კომისიების სხდომები გაიმართა.
სხდომის დაწყებამდე კომისიების წევრებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II ხსოვნას.
შემდგომ შეხვედრები დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვით გაგრძელდა.
სოციალურ საკითხთა კომისიამ განიხილა გარდაბნის მუნიციპალიტეტში მცხოვრები სპორტსმენებისა და მათი მწვრთნელების დაჯილდოების საკითხი.
ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხების კომისიამ იმსჯელა ადმინისტრაციულ ორგანოებში სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას ავტომობილების გამოყენებისა და მათი შენახვის ხარჯების მოწესრიგებაზე.
ორივე კომისიამ განხილული საკითხები დადებითად გადაწყვიტა და ისინი ბიუროსა და საკრებულოს გეგმურ სხდომაზე საბოლოო დამტკიცებისთვის წარედგინება.