„ბაჩო ახალაიას დღეს ახალი ბრალის წარდგენას უპირებენ“ – რას ამბობს ანი ნადარეიშვილი — Cnoba
ბაჩო ახალაიას დღეს სავარაუდოდ ახალ ბრალს წარუდგენენ. როგორც მისი მეუღლე, ანი ნადარეიშვილი ამბობს, მას მდინარაძის უწყებიდან რამდენიმე საათის წინ დაურეკეს და უთხრეს, რომ რუსთავის ციხეში აპირებდნენ შესვლას. როგორი იქნება ბრალის შინაარსი ჯერ-ჯერობით უცნობია, თუმცა როგორც ანი ნადარეიშვილი ამბობს, ბაჩო ახალაიას ბრალს სუს-ის მიერ რამდენიმე დღის წინ აღძრულ საქმეზე წაუყენებენ. „სუს-ი იძიებს ბაჩოს დახურულ სასამართლოზე გამოთქმული ფრაზის საქმეს, “ბიძინა ივანიშვილი უნდა დაემხოს” და სავარაუდოდ, ამ საქმესთან დაკავშირებით მთხოვეს მივსულიყავი, რადგან დღეს აპირებენ რომ ბრალი წაუყენონ. აბსურდი ხდება ყველასთან მიმართებაში, მარტო ბაჩოსთან მიმართებაში არა. განსაკუთრებით ბაჩოსთან მიმართებაში, თუნდაც იმიტომ, რაზეც ახლა ზის.… The post „ბაჩო ახალაიას დღეს ახალი ბრალის წარდგენას უპირებენ“ – რას ამბობს ანი ნადარეიშვილი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.