სასამართლოში ბაჩო ახალაიას პროცესი მიმდინარეობს — Cnoba

მედიაცენტრი სიახლე 02 Mar 2026, 08:38

თბილისის საქალაქო სასამართლოში თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. დღეს საქმის არსებითი განხილვა იწყება. პროცესს ესწრება ბრალდებული ბაჩო ახალაია. ახალაიას 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურორის, თამარ ბეჟუაშვილის განცხადებით, დღევანდელს სხდომაზე, ბრალდების მხარე სასამართლოს შესავალ სიტყვას მოახსენებს. გარდა ამისა, როგორც პროკურორმა აღნიშნა, ბრალდების მხარე სხდომაზე, სასამართლო პროცესის დახურვის შუამდგომლობის საკითხს დააყენებს. The post სასამართლოში ბაჩო ახალაიას პროცესი მიმდინარეობს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

სრული ტექსტი არქივში არაა ხელმისაწვდომი (ან წყარო არ არის ავტორიზებული). გამოიყენე ღილაკი „იხილე პირველწყარო“.

რელევანტური