ბიზნესსუბიექტებისთვის სარეგისტრაციო მონაცემების „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონთან შესაბამისობაში მოყვანის ვადა 1 აპრილს იწურება. აღნიშნულთან დაკავშირებით, იუსტიციის სახლი ქვეყნის მასშტაბით 15 ფილიალში 28 და 29 მარტს სპეციალურ სამუშაო რეჟიმს აამოქმედებს.
მეწარმეების უკეთ მომსახურების მიზნით, შაბათსა და კვირას ფილიალები 10:00-დან 17:00 საათამდე იმუშავებს.
სპეციალური რეჟიმი იმოქმედებს შემდეგ ქალაქებში:
- თბილისი (სამივე ფილიალი)
- ბათუმი (ორივე ფილიალი)
- რუსთავი
- გორი
- ბორჯომი
- მარნეული
- ოზურგეთი
- ფოთი
- ქუთაისი
- ხაშური
- ზუგდიდი
- თელავი
მეწარმეებს, რომელთაც ჯერ არ მოუყვანიათ მონაცემები კანონთან შესაბამისობაში, შესაძლებლობა ექნებათ ისარგებლონ დამატებითი სამუშაო დღეებით და თავიდან აიცილონ შესაძლო სანქციები.
განაცხადის წარდგენა შესაძლებელია:
- იუსტიციის სახლის ფილიალებში
- დისტანციურად პორტალზე my.gov.ge
დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია იუსტიციის სახლისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ფეისბუქ გვერდებზე ან სატელეფონო ცენტრის ნომერზე: 2 405 405.
აღსანიშნავია, რომ მონაცემების შესაბამისობაში მოყვანა სავალდებულოა 2022 წლის 1 იანვრამდე რეგისტრირებული შემდეგი ტიპის საწარმოებისთვის:
- შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება
- სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება
- სააქციო საზოგადოება
- კომანდიტური საზოგადოება
- კოოპერატივი
- უცხოური საწარმოს ფილიალი
აღნიშნული ვალდებულება არ ვრცელდება ინდივიდუალურ მეწარმეებსა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებზე.