სააგენტო "პარალელი"
“ტრაგიკომიკურია, რაც ერთი საშუალო დონის ფეხბურთელის ოჯახს გაუკეთა ერთი კაცის დიქტატურამ” – გია ჯაფარიძე
აშშ-ს პრეზიდენტის მეუღლის, მელანია ტრამპის მიერ ორგანიზებულ ღონიძიებაზე თამარ ბაგრატიონის მიერ სიტყვით გამოსვლისას ტექსის ინგლისურ ენაზე წარმოთქმის დროს კონკრეტული უხერხული მომენტებთან დაკავშირებით მძიმე პოლიტიკურ შეფასებებს აკეთებს ყოფილი დიპლომატი, ანალიტიკოსი, პოლიტიკის ექსპერტი გია ჯაფარიძე:
“კომიკურია ყველა დიქტატურა და ტრაგიკომიკურია, რაც ერთი საშუალო დონის ფეხბურთელის ოჯახს გაუკეთა ერთი კაცის დიქტატურამ.
ენა ყველაზე ნაკლები პრობლემაა, შეეძლო ქართულადაც გამოსულიყო ალბათ, პრობლემა შინაარსია.
უსამართლობის, კორუფციის, კრიმინალის ჭაობში ჩაფლულ თანამედროვე საქართველოზე სალაპარაკო რომ არაა, ისევ ისტორიის მოშველიება და რესაიკლინგი ხდება, ისევ შუა საუკუნეების. კამბოჯასაც უძველესი ისტორია აქვს და განასაც ჰქონდა მე-11 საუკუნეში სამეფო, ამიტომ იყურება ქართველი გამომსვლელისკენ გაკვირვებული სახით სავარაუდოდ განის წარმომადგენელი.
ყველას აქვს სათქმელი თანამედროვე მის სახელმწიფოზე, ამათ – არა“, – წერს გია ჯაფარიძე ფეისბუქის პირად გვერდზე.
“ტრაგიკომიკურია, რაც ერთი საშუალო დონის ფეხბურთელის ოჯახს გაუკეთა ერთი კაცის დიქტატურამ” – გია ჯაფარიძე
პარალელი