ცოლის გაუპატიურებისთვის დაკავებულ მამაკაცს ბრალდება წარუდგინეს — Cnoba
მეუღლის გაუპატიურების, მუქარის და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტებზე დაკავებულ მამაკაცს ბრალდება წარუდგინეს. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კურდღელაურში, წარსულში არაერთხელ ნასამართლევმა და პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა, ძალადობით და ძალადობის მუქარით გააუპატიურა ორსული მეუღლე, რომელსაც სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით. დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 137-ე მუხლის მესამე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (გაუპატიურება, ჩადენილი ორსული ოჯახის წევრის მიმართ), 126-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ოჯახის წევრის მიმართ სისტემატური სიტყვიერი შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა, ჩადენილი წინასწარი შეცნობით… The post ცოლის გაუპატიურებისთვის დაკავებულ მამაკაცს ბრალდება წარუდგინეს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.