აშშ-მ უკრაინას პირობა წაუყენა, რომ უსაფრთხოების გარანტიების სანაცვლოდ დონბასიდან ჯარები უნდა გაიყვანოს _ ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ Reuters-თან ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, ჯარების გაყვანა საფრთხეს შეუქმნის, როგორც უკრაინის, ასევე ევროპის უსაფრთხოებას, რადგან ეს რეგიონში კარგად გამაგრებული თავდაცვითი პოზიციების რუსეთისთვის გადაცემას გამოიწვევს.
უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ აშშ ამჟამად ირანთან კონფლიქტზეა ორიენტირებული.
„ახლო აღმოსავლეთი, რა თქმა უნდა, გავლენას ახდენს პრეზიდენტ ტრამპზე და მის მომავალ ნაბიჯებზეც. სამწუხაროდ, ჩემი აზრით, ტრამპი აგრძელებს უკრაინულ მხარეზე ზეწოლის სტრატეგიას“, – თქვა ზელენსკიმ.
The post აშშ უკრაინას დონბასის სანაცვლოდ უსაფრთხოების გარანტიებს სთავაზობს appeared first on გურია ნიუსი.