NATO-ს ყოველწლიურ ანგარიშში საქართველოს შესახებაც არის საუბარი — Cnoba

ტვ ოდიში სიახლე 26 Mar 2026, 12:29

NATO-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ ალიანსის ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც საქართველოც არის ნახსენები. ანგარიშის მიხედვით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისა და მისი შემდგომი მოვლენების გათვალისწინებით, “NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის” ზოგიერთი ასპექტის პრიორიტეტულობის ხელახალი განსაზღვრა მოხდა. მოკავშირეებმა ასევე განიხილეს NATO-ს ჩართულობა საქართველოსთან 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისა და მისი შემდგომი მოვლენების გათვალისწინებით. აღნიშნულის შედეგად, NATO-საქართველოს თანამშრომლობის ელემენტების, მათ შორის […] The post NATO-ს ყოველწლიურ ანგარიშში საქართველოს შესახებაც არის საუბარი appeared first on ODISHINEWS.

NATO-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ ალიანსის ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც საქართველოც არის ნახსენები.

ანგარიშის მიხედვით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისა და მისი შემდგომი მოვლენების გათვალისწინებით, “NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის” ზოგიერთი ასპექტის პრიორიტეტულობის ხელახალი განსაზღვრა მოხდა.

მოკავშირეებმა ასევე განიხილეს NATO-ს ჩართულობა საქართველოსთან 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისა და მისი შემდგომი მოვლენების გათვალისწინებით.

აღნიშნულის შედეგად, NATO-საქართველოს თანამშრომლობის ელემენტების, მათ შორის “NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის” ზოგიერთი ასპექტის პრიორიტეტულობის ხელახალი განსაზღვრა მოხდა.

ამავდროულად, წინ წავიდა თავდაცვის თანამშრომლობა საქართველოს თავდაცვის ძალებთან, რასაც ხელი შეუწყო მაისში ჩატარებულმა წარმატებულმა NATO-საქართველოს წვრთნებმა. თბილისში NATO-ს სამეკავშირეო ოფისი სამხრეთ კავკასიის რეგიონში სამივე პარტნიორთან თანამშრომლობას აგრძელებს,” – წერია მარკ რუტეს 2025 წლის ანგარიშში.

The post NATO-ს ყოველწლიურ ანგარიშში საქართველოს შესახებაც არის საუბარი appeared first on ODISHINEWS.