რუსი დეპუტატები აშშ-ში ჩავიდნენ — Cnoba

მედიაცენტრი სიახლე 26 Mar 2026, 11:17

რუსი დეპუტატები აშშ-ში ჩავიდნენ, – ინფორმაციას Reuters-ი რუსულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს. რუსი დეპუტატები აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში კონგრესის წევრებსა და აშშ-ის მთავრობის წარმომადგენლებს შეხვდებიან. რუსი პარლამენტარების დელეგაციას რუსეთის დუმის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ვიაჩესლავ ნიკონოვი ხელმძღვანელობს, რომელიც საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრის, ვიაჩესლავ მოლოტოვის შვილიშვილია. ვიზიტი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის „რესპუბლიკელი“ წევრის, ანა პაულინა ლუნას ინიციატივით ხორციელდება, რომელმაც ჯერ კიდევ იანვარში გამოაცხადა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტისგან რუსი დეპუტატების ვიზიტის ნებართვა მიიღო. The post რუსი დეპუტატები აშშ-ში ჩავიდნენ appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

სრული ტექსტი არქივში არაა ხელმისაწვდომი (ან წყარო არ არის ავტორიზებული). გამოიყენე ღილაკი „იხილე პირველწყარო“.

რელევანტური