პრესსამსახურმა ბაგრატიონის სიტყვაში „ადამიანური ხარვეზით“ „გამოტოვებული“ ტექსტი ჩაამატა — Cnoba

GuriaNews სიახლე 26 Mar 2026, 11:01

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ აშშ-ის პირველი ლედის, მელანია ტრამპის ორგანიზებული სამიტის სამუშაო სესიაზე საქართველოს პირველი ლედის, თამარ ბაგრატიონის გამოსვლის ტექსტის განსხვავებული ვერსია გაავრცელა. მედიისთვის გაგზავნილ პრესრელიზის ტექსტში არის წინადადება – „ჩემთვის, როგორც პირველი ლედისთვის, მისი [თამარ მეფის] სახელის ტარება და ბაგრატიონთა სამეფო დინასტიის მემკვიდრეობის წარმომადგენლობა ერთდროულად უდიდესი პრივილეგია და პასუხისმგებლობაა“, – რომელიც თამარ ბაგრატიონს ვაშინგტონის სამიტზე გამოსვლისას არ […] The post პრესსამსახურმა ბაგრატიონის სიტყვაში „ადამიანური ხარვეზით“ „გამოტოვებული“ ტექსტი ჩაამატა appeared first on გურია ნიუსი.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ აშშ-ის პირველი ლედის, მელანია ტრამპის ორგანიზებული სამიტის სამუშაო სესიაზე საქართველოს პირველი ლედის, თამარ ბაგრატიონის გამოსვლის ტექსტის განსხვავებული ვერსია გაავრცელა. 

მედიისთვის გაგზავნილ პრესრელიზის ტექსტში არის წინადადება – „ჩემთვის, როგორც პირველი ლედისთვის, მისი [თამარ მეფის] სახელის ტარება და ბაგრატიონთა სამეფო დინასტიის მემკვიდრეობის წარმომადგენლობა ერთდროულად უდიდესი პრივილეგია და პასუხისმგებლობაა“, – რომელიც თამარ ბაგრატიონს ვაშინგტონის სამიტზე გამოსვლისას არ წაუკითხავს.

სამიტის ვიდეოჩანაწერი თეთრი სახლის საიტზეა გამოქვეყნებული.

პრეზიდენტის ადმინისტრაცია “რადიო თავისუფლებასთან” აცხადებს, რომ გაავრცელეს წინასწარ მომზადებული სიტყვა და არა უშუალოდ გამოსვლის ტექსტის თარგმანი.

„საქართველოს პირველ ლედის ჰქონდა მის მიერ გამზადებული „სფიჩი“. სამწუხაროდ, სიტყვის წარმოთქმის დროს, მოხდა მცირე ადამიანური ხარვეზი, რამაც გამოიწვია პირველი ლედის „სფიჩიდან“ ერთი წინადადების გამოტოვება, თუმცა მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მედიაში მათ შორის გასულიყო სიტყვის ის ნაწილიც, რომელიც ადამიანური ფაქტორის გამო სიტყვის წარმოთქმის დროს გამოტოვებულ იქნა“, – ამბობენ პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურში.

The post პრესსამსახურმა ბაგრატიონის სიტყვაში „ადამიანური ხარვეზით“ „გამოტოვებული“ ტექსტი ჩაამატა appeared first on გურია ნიუსი.


რელევანტური