“დღეს საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით მივმართავ პროკურატურას” ამის შესახებ სასამართლო სხდომაზე თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ განაცხადა. მის კომენტარს IPN ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ ეს განცხადება ჯუანშერ ბურჭულაძემ მაშინ გააკეთა, როდესაც დაცვის მხარე მოსამართლესთან შემდეგ სასამართლო სხდომის დეტალებზე საუბრობდა, სადაც დაცვის მხარეს თავად ბრალდებული ჯუანშერ ბურჭულაძის გამოკითხვა სურდა.
თავდაცვის ყოფილი მინისტრის თქმით, დღეს საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით მიმართავენ პროკურატურას და ხვალინდელი ჩანიშნული პროცესის გაუქმებას მოითხოვენ. დავის მხარის აცხადებს, რომ თავად ერთ სხდომაში დაასრულებს მტკიცებულებათა გამოკვლევას.
The post დღეს საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით მივმართავ პროკურატურას-ჯუანშერ ბურჭულაძე appeared first on ODISHINEWS.