„პროკურატურას საპროცესოს გაფორმებაზე დღეს მივმართავ“ – ჯუანშერ ბურჭულაძე — Cnoba
თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძე პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმების თხოვნით დღეს მიმართავს – ამის შესახებ ბრალდებულმა მაღალჩინოსანმა, რამდენიმე წუთის წინ სასამართლო პროცესზე განაცხადა. “დღეს მივმართავ პროკურატურას, ამიტომ ხვალ დაკითხვა არასწორია. ხუთშაბათს სრულად მოვრჩებით მტკიცებულებებს გამოკვლევას და შემდეგ შევძლებ ჩვენების მიცემას”, – განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ. ცნობისთვის, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე ბრალდებულ თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს საერთო ჯამში 1 593 212 ლარის უკანონო და დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზაციას ედავებიან. The post „პროკურატურას საპროცესოს გაფორმებაზე დღეს მივმართავ“ – ჯუანშერ ბურჭულაძე appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.