469 გარდაცვლილი ერთ წელიწადში – როგორია საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების შედეგად დაშავებულთა სტატისტიკა — Cnoba

GuriaNews სიახლე 26 Mar 2026, 08:41

საქართველოში ავარიების და ავარიების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა ისევ იზრდება. შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკის, გასულ 2025 წელს საქართველოში 5 969 საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა დაფიქსირდა, მაშინ როცა 2024 წელს 5 866 ავარია მოხდა. ავტოსაგზაო შემთხვევების ზრდის ფონზე გაიზარდა როგორც დაშავებულთა, ასევე გარდაცვლილთა რაოდენობა. შსს-ს სტატისტიკის მიხედვით, 2025 წელს ავარიების შედეგად 469 ადამიანი გარდაიცვალა, 8 191 კი დაშავდა, 2024 […] The post 469 გარდაცვლილი ერთ წელიწადში – როგორია საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების შედეგად დაშავებულთა სტატისტიკა appeared first on გურია ნიუსი.

საქართველოში ავარიების და ავარიების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა ისევ იზრდება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკის, გასულ 2025 წელს საქართველოში 5 969 საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა დაფიქსირდა, მაშინ როცა 2024 წელს 5 866 ავარია მოხდა.

ავტოსაგზაო შემთხვევების ზრდის ფონზე გაიზარდა როგორც დაშავებულთა, ასევე გარდაცვლილთა რაოდენობა. შსს-ს სტატისტიკის მიხედვით, 2025 წელს ავარიების შედეგად 469 ადამიანი გარდაიცვალა, 8 191 კი დაშავდა, 2024 წელს კი დაიღუპა 444 და დაშავდა 7 587 ადამიანი.

რაც შეეხება მიზეზებს, თუ რამ გამოიწვია ავტოსაგზაო შემთხვევები, შსს-ს სტატისტიკის მიხედვით, 2025 წელს ყველაზე მეტი იყო – მოხვევის მანევრით – მომხდარი ავარიები, ჯამში 1 596 შემთხვევა.

„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ შსს-ს 2025 წლის სტატისტიკაზე დაყრდნობით ავარიების გამომწვევი მიზეზების რაოდენობას:

  • მოხვევის მანევრი – 1 569 შემთხვევა
  • შემხვედრი მოძრაობის ზოლში გადასვლა ან გასწრების წესების დარღვევა – 1 319 შემთხვევა
  • ქვეითის მიერ გადასასვლელით არასათანადო სარგებლობა – 989 შემთხვევა
  • დისტანციის დაუცველობა – 886 შემთხვევა
  • მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება – 694 შემთხვევა
  • სატრანსპორტო საშუალების მართვა ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში – 424 შემთხვევა
  • შეჯახება დაბრკოლებაზე – 382 შემთხვევა
  • საგზაო ნიშნის ან მონიშვნის დაუმორჩილებლობა – 329 შემთხვევა
  • გზაჯვარედინის გავლის წესების დარღვევა – 279 შემთხვევა
  • ორმაგი უწყვეტი ღერძულა ხაზის გადაკვეთა – 170 შემთხვევა

აღსანიშნავია, რომ 2025 წელს ყველაზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა: შემხვედრი მოძრაობის ზოლში გადასვლა ან გასწრების წესების დარღვევისას – 122 ადამიანი; მოხვევის მანევრისას – 117 ადამიანი; მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბებისას – 114 ადამიანი და მანქანის სიმთვრალეში მართვისას – 62 ადამიანი.

წყარო bpn.g

The post 469 გარდაცვლილი ერთ წელიწადში – როგორია საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების შედეგად დაშავებულთა სტატისტიკა appeared first on გურია ნიუსი.


რელევანტური