გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის პროფესიული პროგრამის – „გარემოსდაცვითი მმართველის“ ფარგლებში, პრაქტიკული კომპონენტი „ინდორამა რუსთავის აზოტის“ ტერიტორიაზე ჩატარდა.
პროგრამის მონაწილეები ადგილზე გაეცნენ ნარჩენების მართვის პროცესებსა და თანამედროვე პრაქტიკულ მიდგომებს, სპეციალისტების ჩართულობით.
შეხვედრაზე ასევე იმსჯელეს გარემოსდაცვითი მმართველის როლსა და კერძო სექტორთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე, რაც კვალიფიციური კადრების მომზადებასა და გარემოსდაცვითი სტანდარტების დანერგვას შეუწყობს ხელს.