რუსეთის ორმა უდიდესმა ნავთობტერმინალმა შეტევების გამო ნავთობისა გადაზიდვა შეწყვიტა — Cnoba
რუსეთის ორმა უდიდესმა ნავთობტერმინალმა, უსტ-ლუგისა და პრიმორსკის პორტებმა, უკრაინული დრონების მასშტაბური შეტევების გამო ნავთობისა და ნავთობპროდუქტების გადაზიდვა შეწყვიტეს. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, უპილოტო საფრენი აპარატების შეტევებმა ნავსადგურებში, რომლებიც ფინეთის ყურის ჩრდილოეთ და სამხრეთ სანაპიროებზე მდებარეობს, ძლიერი ხანძარი გამოიწვია, რომლის კვამლიც ფინეთიდანაც კი ჩანს. ფინეთის პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, ჰეიკი აუტომ, „როიტერთან“ საუბრისას განაცხადა, რომ 24 მარტს, ჰელსინკის აეროპორტში დაშვებისას, პრიმორსკის პორტთან შავი კვამლის უზარმაზარი სვეტი დაინახა. „დრამატულია, რომ საბრძოლო მოქმედებები ასე ახლოს მიმდინარეობს, თუმცა ფინეთში უსაფრთხოების მდგომარეობა არ შეცვლილა“, – განაცხადა ფინელმა დეპუტატმა. ცნობისთვის, პრიმორსკიდან ჰელსინკამდე მანძილი 200 კილომეტრზე… The post რუსეთის ორმა უდიდესმა ნავთობტერმინალმა შეტევების გამო ნავთობისა გადაზიდვა შეწყვიტა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.