სააგენტო "პარალელი"
“ჰორმუზის სრუტეში ტანკერების გაჭედვის გამო კვერცხზე ფასის 3 თეთრით შემცირება ერთი წლით გადაიდო” – რომან გოცირიძე
პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, ეკონომისტი რომან გოცირიძე ფასების სამთავრობო კომისიის მუშაობის მოსალოდნელ შედეგებზე საუბრობს, კონკრეტული შედარებებით და ირონიული მინიშნებებით:
“ერთ კვირაში ფასების სამთავრობო კომისია, რომელსაც “მოფერებით” სუსის კომისიას ეძახიან, მუშაობას დაამთავრებს. პარლამენტის სალაყბო კომისია როდის მორჩება “საქმიანობას”, ჯერ არ განუცხადებიათ.
შეგახსენებთ ბელარუსის მიერ შექმნილი მსგავსი კომისიის მუშაობის შედეგებს:
ლუკაშენკოს ბრძანებით ორი წლის წინ გამოცხადდა ფასების გაყინვა. შეიქმნა კომისია. იმის მერე ფასებმა ამ ქვეყანაში 38 პროცენტით მოიმატა. ლუკაშენკო გატრუნულია. ფასებზე საუბარი ტაბუდადებულია.
როგორც სარწმუნო წყაროებიდან ირკვევა, ჰორმუზის სრუტეში ტანკერების გაჭედვის გამო კვერცხზე ფასის 3 თეთრით შემცირება ერთი წლით გადაიდო. თურმე ქათმებიც განიცდიან სტრესს. სამაგიეროდ სტრესი დასძლია სემეკმა და დენის ტარიფის 3 თეთრით მომატებას აპირებს ერთ კვირაში. ეს კვერცხის ფასზე არ მოახდენს გავლენას, დენია, ხორბალი ხომ არაო, ქათმები დენს არ ჭამენო, უთქვამთ სემეკში.
“იმედის” ქარდებივათაა, არა? “არ იდარდოთ, ქათმები დენს არ ჭამენ”!
ყოჩაღ “სემეკო”!
– წერს რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში.
“ჰორმუზის სრუტეში ტანკერების გაჭედვის გამო კვერცხზე ფასის 3 თეთრით შემცირება ერთი წლით გადაიდო” – რომან გოცირიძე
პარალელი