“დარწმუნებული ვარ, რომ არსებობს სამყარო, სადაც მამა შალვა კეკელია არის არა მღვდელი, არამედ კლოუნი” – ცვატა ბერძენიშვილი — Cnoba

Alia სიახლე 25 Mar 2026, 14:36

სტატისტიკოსი, მონაცემთა ანალიტიკოსი, ცვატა ბერძენიშვილი, სოციალურ ქსელში, წერს: კვანტური მექანიკის მიხედვით, სანამ ნაწილაკს დავაკვირდებით, ის ერთდროულად რამდენიმე შესაძლო მდგომარეობაში იმყოფება. ამას სუპერპოზიცია ეწოდება. მათემატიკურად ამას აღწერს ტალღური ფუნქცია Ψ (psi). ტრადიციული ინტერპრეტაციით, დაკვირვების მომენტში ტალღური ფუნქცია “კოლაფსირდება” და რჩება მხოლოდ ერთი რეალობა. თუმცა, “მრავალი სამყაროს” თეორია ამბობს, რომ კოლაფსი არ ხდება. ჰიუ ევერეტის მიერ 1957 […] The post “დარწმუნებული ვარ, რომ არსებობს სამყარო, სადაც მამა შალვა კეკელია არის არა მღვდელი, არამედ კლოუნი” – ცვატა ბერძენიშვილი appeared first on .

სტატისტიკოსი, მონაცემთა ანალიტიკოსი, ცვატა ბერძენიშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:

კვანტური მექანიკის მიხედვით, სანამ ნაწილაკს დავაკვირდებით, ის ერთდროულად რამდენიმე შესაძლო მდგომარეობაში იმყოფება. ამას სუპერპოზიცია ეწოდება. მათემატიკურად ამას აღწერს ტალღური ფუნქცია Ψ (psi).
ტრადიციული ინტერპრეტაციით, დაკვირვების მომენტში ტალღური ფუნქცია “კოლაფსირდება” და რჩება მხოლოდ ერთი რეალობა. თუმცა, “მრავალი სამყაროს” თეორია ამბობს, რომ კოლაფსი არ ხდება.
ჰიუ ევერეტის მიერ 1957 წელს შემოთავაზებული თეორიის თანახმად, ყოველ ჯერზე, როდესაც ხდება კვანტური არჩევანი (მაგალითად, ელექტრონი მიდის მარცხნივ ან მარჯვნივ), სამყარო ორად იყოფა.
ერთ სამყაროში ნაწილაკი წავიდა მარცხნივ. მეორე სამყაროში – მარჯვნივ. ორივე ეს რეალობა თანაბრად “რეალურია”, მაგრამ ისინი ერთმანეთთან კავშირს წყვეტენ (ამას დეკოჰერენცია ეწოდება).
გამოდის, რომ დროის ყოველ მონაკვეთში (უფრო სწორად, ყოველ კვანტურ ურთიერთქმედებაზე) არსებობს უსასრულო რაოდენობის (ან უსასრულო რაოდენობასთან ახლოს) პარალელური სამყარო, რომლებიც მიზერულად განსხვავდებიან ერთმანეთისგან – ერთი ელექტრონით მაინც.
ეს “პარალელური სამყაროები” არ მდებარეობს სადმე შორს, კოსმოსში. ისინი არსებობენ იმავე სივრცეში, სადაც ჩვენ, თუმცა განსხვავებულ მათემატიკურ განზომილებაში – ამას ჰილბერტის სივრცე ეწოდება. ისინი ერთმანეთზე ფიზიკურად ვერ ზემოქმედებენ, რადგან მათი ტალღური ფუნქციები აღარ გადაიკვეთება.
აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ სადმე აქვე არსებობს სამყარო, სადაც მამა შალვა კეკელია არის არა მღვდელი, არამედ კლოუნი. სამწუხაროა, რომ ექსპერიმენტულად ამას ვერასოდეს შევამოწმებთ.

The post “დარწმუნებული ვარ, რომ არსებობს სამყარო, სადაც მამა შალვა კეკელია არის არა მღვდელი, არამედ კლოუნი” – ცვატა ბერძენიშვილი appeared first on .


რელევანტური