” შემაშფოთებელი ცნობა მივიღე საქართველოდან” – გაერო-ს სპეციალური მომხსენებელი — Cnoba

Alia სიახლე 25 Mar 2026, 13:03

გაერო-ს სპეციალური მომხსენებელი უფლებადამცველთა საკითხებში, მერი ლოულორი სოციალურ ქსელში წერს. „შემაშფოთებელი ცნობა მივიღე იმის შესახებ, რომ საქართველოს ყოფილი სახალხო დამცველი, უჩა ნანუაშვილი ეუთო-ს ფაქტების დამდგენ მისიასთან თანამშრომლობის საკითხზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაიბარეს და დაკითხეს. ადამიანის უფლებათა დამცველები დაშინებასა და ანგარიშსწორებას არ უნდა განიცდიდნენ ადამიანის უფლებათა საერთაშორისო მექანიზმებთან თანამშრომლობისთვის“, – წერს ლოულორი X-ზე. ცნობისთვის, გასულ კვირას […] The post ” შემაშფოთებელი ცნობა მივიღე საქართველოდან” – გაერო-ს სპეციალური მომხსენებელი appeared first on .

გაერო-ს სპეციალური მომხსენებელი უფლებადამცველთა საკითხებში, მერი ლოულორი სოციალურ ქსელში წერს.

„შემაშფოთებელი ცნობა მივიღე იმის შესახებ, რომ საქართველოს ყოფილი სახალხო დამცველი, უჩა ნანუაშვილი ეუთო-ს ფაქტების დამდგენ მისიასთან თანამშრომლობის საკითხზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაიბარეს და დაკითხეს. ადამიანის უფლებათა დამცველები დაშინებასა და ანგარიშსწორებას არ უნდა განიცდიდნენ ადამიანის უფლებათა საერთაშორისო მექანიზმებთან თანამშრომლობისთვის“, – წერს ლოულორი X-ზე.

ცნობისთვის, გასულ კვირას ყოფილი სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ დაწყებული გამოძიების ფარგლებში გამოკითხეს. ნანუაშვილი სუს-ში 17 მარტს დაიბარეს. ნანუაშვილის თქმით, სუს-ის გამომძიებელმა განუცხადა, რომ მოწმის სტატუსით “მოსკოვის მექანიზმის“ ექსპერტთან კომუნიკაციის გამო იყო დაბარებული.

The post ” შემაშფოთებელი ცნობა მივიღე საქართველოდან” – გაერო-ს სპეციალური მომხსენებელი appeared first on .


რელევანტური