“მეუფე შიო, დროა ხელისუფლებამ პასუხი აგოს იმ დანაშუალებზე, რომელიც ჩაიდინა” – ეს შეძახილები გაისმა “ტვ პირველის” ინფორმაციით, მოულოდნელად სიონის საპატრიარქო ტაძარში ქადაგების დასრულების შემდეგ, როდესაც ჯვარზე სამთხვევად მიხეილ ყაველაშვილი და ირაკლი კობახიძე მიდიოდნენ.
კადრში არ ჩანდა, ვინ იყო ამ შეძახილების ავტორი. როგორც კი ეს ხმა დარბაზში გაისმა, ტრანასალციის ხმა გაითიშა, ამიტომაც სრულად არ იქნა შესაძლებელი შეძახილებსი მოსმენა.
სიონის საპატრიარქო ტაძარში პარაკლისი უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომების ფონზე აღევლინა. სინოდის წევრებთან ერთად ტაძარში სამთვრობო გუნდი და მიხეილ ყაველაშვილი გამოჩნდნენ.
The post “მეუფე შიო, დროა ხელისუფლებამ პასუხი აგოს”- შეძახილები სიონის ტაძარში appeared first on გურია ნიუსი.