რუსთავში მრავალფუნქციური სპორტული და კულტურული კომპლექსის პროექტირება იგეგმება — Cnoba

რეგიონალური სიახლეები სიახლე 25 Mar 2026, 11:33

მუნიციპალური განვითარების ფონდმა რუსთავში ახალი მრავალფუნქციური სპორტული, კულტურული და შემეცნებითი კომპლექსის პროექტირებისთვის ბაზრის კვლევა გამოაცხადა. პროექტი ითვალისწინებს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნას, რომელიც მოიცავს როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებს – სპორტულ დარბაზებს, საცურაო აუზებს, კულტურულ-შემეცნებით ცენტრს და სხვა საჭირო ობიექტებს. კომპლექსის მშენებლობა თავგორაშვილის ქუჩის მიმდებარედ, 182 351 კვ.მ ტერიტორიაზე იგეგმება. პროექტის საორიენტაციო ბიუჯეტი 60 მილიონ...

მუნიციპალური განვითარების ფონდმა რუსთავში ახალი მრავალფუნქციური სპორტული, კულტურული და შემეცნებითი კომპლექსის პროექტირებისთვის ბაზრის კვლევა გამოაცხადა.

პროექტი ითვალისწინებს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნას, რომელიც მოიცავს როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებს – სპორტულ დარბაზებს, საცურაო აუზებს, კულტურულ-შემეცნებით ცენტრს და სხვა საჭირო ობიექტებს.

კომპლექსის მშენებლობა თავგორაშვილის ქუჩის მიმდებარედ, 182 351 კვ.მ ტერიტორიაზე იგეგმება. პროექტის საორიენტაციო ბიუჯეტი 60 მილიონ ლარს შეადგენს.

ინფრასტრუქტურა ასევე მოიცავს პარკინგს, გზებს, გამწვანებას, განათებასა და უსაფრთხოების სისტემებს.


რელევანტური