knews.ge
თელავში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სპორტული კომპლექსის პროექტირება იწყება
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი თელავში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სპორტული კომპლექსის პროექტირებას იწყებს.
ხელშეკრულება კონკურსში გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდა, რომლის მომსახურება ოთხი ეტაპისგან შედგება და სამუშაოების შესრულების საერთო ვადად 6 თვეა განსაზღვრული.
თელავის თანამედროვე სპორტული კომპლექსი მსოფლიო ცურვის ფედერაციის სტანდარტების შესაბამისად უნდა აშენდეს და მოეწყოს დახურული აუზები ცურვის, სინქრონული ცურვისა და წყალბურთისთვის.
The post თელავში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სპორტული კომპლექსის პროექტირება იწყება appeared first on knews.ge.